დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

რუსეთი ნატო-ში საკუთარი დიპლომატიური მისიის საქმიანობას აჩერებს - დეტალები 18.10.2021 17:40

რუსეთი ნატო-ში საკუთარი დიპლომატიური მისიის საქმიანობას აჩერებს. მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება ალიანსის მიერ რუსეთის მისიის 8 წევრის გაძევების საპასუხოდ მიიღო.

 

„ნატო არ არის დაინტერესებული თანაბარი დიალოგით და ერთობლივი მუშაობით. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ ვერ ვხედავთ აუცილებლობას, გავაგრძელოთ იმის მოჩვენება, რომ ცვლილებები ახლო მომავალში შესაძლებელია“, - აღნიშნა ლავროვმა.

 

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოსკოვში ნატო-ს სამხედრო მისიის თანამშრომლებს 1-ელი ნოემბრიდან ჩამოერთმევათ აკრედიტაცია და რუსეთის დედაქალაქში ალიანსის საინფორმაციო ოფისიც დაიხურება.

 

„თუ ნატო-ს წევრებს რაიმე გადაუდებელი საკითხი აქვთ, მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენს ელჩს ბელგიაში“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

 

ნატო-მ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის მისიის რვა წევრი გააძევა, რომელიც, ალიანსის მტკიცებით, „რუსეთის დაზვერვის ოფიცრები“ იყვნენ. მოსკოვის შეფასებით, ამ ნაბიჯმა შეარყია იმედი, რომ ალიანსთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ