დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

სააკაშვილის ოჯახის თხოვნით ჩავერთე საქმეში - კახა წერეთელი 18.10.2021 19:34

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს.

 

დღეს საქმეში კახა წერეთელი ჩაერთო. მან სააკაშვილი ციხეში მოინახულა და განაცხადა, რომ საქმეში მისი ოჯახის თხოვნით ერთვება.

 

„მიხეილ სააკაშვილის ოჯახის თხოვნით ჩავერთე საქმეში, როგორც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი.

 

დღეს საუბარი გვქონდა პირად საკითხებზე, რაც საზოგადოებისთვის საჯარო ვერ გახდება. ამიტომ მის შინაარსთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი, რაც ვნახე და რისი დადასტურებაც შემიძლია, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, იმაზე უფრო მხნედ, ვიდრე წარმომედგინა“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ