დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ისტერიული შეტევა - გიორგი ვოლსკი 18.10.2021 20:47

ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ისტერიული შეტევა. მისი ქადაგების კონტექსტიდან ამოიღეს ერთი წინადადება და ინტერპრეტირებენ როგორც აწყობთ. რა არის გაუგებარი მეუფის ნათქვამში?! – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი  ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

 

“ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ისტერიული შეტევა. მისი ქადაგების კონტექსტიდან ამოიღეს ერთი წინადადება და ინტერპრეტირებენ როგორც აწყობთ. რა არის გაუგებარი მეუფის ნათქვამში?! ან რად უნდა გვჭირდებოდეს ქადაგება იმის გასაგებად, რომ ბოროტების პატიებისა და დაუსჯელობის ვალდებულება არ არსებობს, არანაირ კონტექსტში. მითუმეტეს, რომ ჩამდენი არც ინანიებს და მეტიც, სწორ გზად მიაჩნია დესპოტური მართვა იმ ხალხის, რომელსაც, თურმე, თუკი ფეხქვეშ არ მოიქცევ, არაფერი ესმის. სწორედ ეს თქვა სააკაშვილმა ერთ ერთ გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარში, მკაფიოდ, უწმაწური სიტყვებით და ფორმით” -წერს გია ვოლსკი.

 

 

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა:

 

 

“ჩვენს გულში არ უნდა იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში – ჩვენ უნდა ვისწავლოთ,რომ არ ვიძიოთ შური, არ ვუსურვოთ ბოროტი ჩვენს მტერს. თუ ამას მივაღწევთ, უკვე დიდი გამარჯვება იქნება საკუთარ თავზე.”

 

 

მეუფე შიოს თქმით, დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. მიტროპოლიტის თქმით, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.

 

 

როგორც მეუფე შიო განმარტავს, ასეთი რამ სახარებაში არ წერია გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება.

 

“თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ აქ ჩამოთლილი ხერხების გარდა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.

 

 

დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან”.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ