დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

19 ოქტომბერი ისტორიაში 19.10.2021 11:46

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ დღის კალენდარს:

 

1781 წლის 19 ოქტომბერს ლორდ კორნველის მეთაურობით ბრიტანეთის არმიის დამარცხებითა და ამერიკული არმიის იორკთაუნსა და ვირჯინიაში შესვლით ამერიკის დამოუკიდებლობის ომი დასრულდა.

 

 

1862 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა ოგუსტ ლუი მარი ნიკოლა ლუმიერი (Auguste Louis Marie Nicholas Lumière 1862 – 1954)  - თავისი ძმა ლუისთან (Louis Jean Lumière 1864 - 1948) ერთად ფრანგული კინოინდუსტრიისა და კინორეჟისურის ფუძემდებლად ითვლება. (იხილეთ ვიდეო)

 

1899 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა მიგელ ანხელ ასტურიასი (Miguel Ángel Asturias 1899 – 1974) - გვატემალელი მწერალი, 1967 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი, („ მკაფიო შემოქმედებითი მიღწევისთვის, რომლის საფუძველსაც ლათინური ამერიკის ინდიელების ზნე-ჩვეულებებისა და ტრადიციებისადმი ინტერესი წარმოადგენს“.

 

1987 წლის 19 ოქტომბერს მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ე.წ. “შავი ორშაბათი“ გათენდა, რადგან აქციების ფასი 50%-ით დაეცა და საერთო ზარალმა მთელს მსოფლიოში 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

 

2003 წლის 19 ოქტომბერს სარაევოში გარადაიცვალა ბოსნიელების ლიდერი ალია იზეტბეკოვიჩი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ