დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"მიშას შემწვარი კარტოფილი "free" ჰყვარებია თურმე..." 19.10.2021 12:52

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მიხეილ სააკაშვილი: "წამიყვანეთ რა იქნება , თუ არა და ვიტირებ!"

ვოლოდიმირ ზელენსკი: "არ წაგიყვან არა შენ! ჯერ გაიზარდე, გონს მოდი მიშაო, გირჩევნას დარჩე მანდედა!"

დაახლოებით ამ სცენარით მიმდინარეობს სააკაშვილზე მშობლიური, უკრაინული ზრუნვა. არც პრეზიდენტის, არც მისი ადმინისტრაციის, არც ქვეყნის მთავრობის, არც ერთი ოფიციალური უწყების დონეზე - უკრაინის მოქალაქე/ტუსაღზე ერთი მხარდამჭერი სიტყვაც კი არ თქმულა. ვერც საქართველოს საელჩოსთან, ვერც ოდესაში საკონსულოსთან პერფორმანსებს შედეგი არ გამოუღია, იქ მისული შესაბამისად - ორი და ათი ადამიანის მონაწილეობით. ამ დუმილმა და უმოქმედობამ იმდენად "სამარცხვინო" ხასიათი მიიღო, რომ გუშინწინ იძულებული გახდა რადას სახელისუფლებო ფრაქციის თავმჯდომარე, არახამია, ერთწუთიანი მიმართვა მაინც გაევრცელებინა მაისურით, წარწერით "Free Misha". თუმცა ვერც ეს კლიპი ანახეს "მოშიმშილე" სააკაშვილს, ზედმეტი ასოციაციების აღძვრის თავიდან აცილების მიზნით. მიშას შემწვარი კარტოფილი "free" ჰყვარებია თურმე..."- წერს დავით ქართველიშვილი. 

 

ვიდეო იხილეთ ბმულზე

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ