დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"თუ გვინდა ნოემბერში უმძიმესი მე-5 ტალღა ავიცილოთ, უნდა მოვახერხოთ დღიურად 20-30,000 ვაქცინაციის დაბრუნება!" 19.10.2021 13:17

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოვიდ-პანდემიის მე-7 ანგარიშს ამზადებს, რომელშიც ვაქცინირების დამცველი ეფექტის ახალი მონაცემები იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს.

 

"ცენტრის დირექტორის, პროფ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 903,000 სრულად ვაქცინირებულიდან მხოლოდ 11,000 (ანუ აცრილთა მხოლოდ 1.2%) დაინფიცირდა. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზოგადად საქართველოს აუცრელ/არასრულად აცრილ მოსახლეობაში დაფიქსირებული ინფიცირების დანარჩენი 600,000-ზე მეტი შემთხვევა. როგორც ბატონმა ამირანმა თქვა, ვაქცინაცია ინფიცირების შანსს 9.3-ჯერ ამცირებს.

 

აცრის დამცველობითი ეფექტი ვლინდება კოვიდ-19 მძიმე შემთხვევების ანალიზითაც. 11,000 დაინფიცირებული აცრილიდან მხოლოდ 23 გარდაიცვალა. რაც გარდაცვლილთა მთელი რაოდენობის 1%-ზე ნაკლებია. ყველა ასეთ გარდაცვლილს მძიმე თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა.

 

დიახ, 100%-იანი დაცვა არ არსებობს და საერთაშორისო გამოცდილება უჩვენებს, რომ 80 წელზე მეტი ასაკი და მძიმე თანმხლები დაავადების არსებობა გარდაცვალების რისკს ზრდის, მათ შორის - ვაქცინირებულებშიც, რის გამოც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ასეთი მაღალი რისკის პირებში ბუსტერ ვაქცინაციას მიმართავს.

 

მიუხედავად ამისა, ორჯერადი ვაქცინაციის დამცველობითი ეფექტი როგორც ინფიცირების, ასევე მძიმე შემთხვევების და გარდაცვალების შემცირების მხრივ, აშკარაა. ქვეყნები, სადაც ვაქცინირებით მოსახლეობის 65%-ზე მეტი მოცვა მოხერხდა, ახერხებენ მძიმე ტალღების დაძლევას, სიკვდილობის მყარად შემცირებას და ეკონომიკის აღირძინების სტაბილური ტემპის შენარჩუნებას!

 

თუ გვინდა ნოემბერში უმძიმესი მე-5 ტალღა ავიცილოთ, უნდა მოვახერხოთ ვაქცინაციის მაღალი ტემპის (დღიურად 20-30,000 ვაქცინაცია) დაბრუნება!

 

===

 

„ალბათ, მალე, დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება ჩვენი მეშვიდე მიმოხილვა და იქ ნახავთ. წინასწარ გეტყვით ციფრებს დაახლოებით, იმ მასალაზე დაყრდნობით, რაც ჩვენთან დაგროვდა. უკვე მილიონი ადამიანია აცრილი ქვეყანაში, 900 000 ორჯერადად და მილიონი [მინიმუმ] ერთჯერადად. სრული აცრა ანუ ორჯერადი, 9,3-ჯერ იცავს ინფიცირებისგან. 9,3-ჯერ მაღალი აქვს რისკი არააცრილს, რომ ის დაინფიცირდეს კოვიდიანთან კონტაქტის შემდეგ, ვიდრე აცრილს. დაახლოებით 23-ჯერ ნაკლებია რისკი, რომ ორჯერ აცრილი, თუ მას დაემართა „კოვიდი“, მოხვდეს ჰოსპიტალში და შემდგომ ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში. დაახლოებით 25-30-ჯერ ნაკლებია სიკვდილიანობის რისკი, თუ ორჯერ აცრილს დაემართა „კოვიდი“. დამერწმუნეთ, ეს რეალური ციფრებია. აცრა სერიოზულად იცავს. რა თქმა უნდა, მედიცინაში 100-პროცენტიანი არაფერია“, – განაცხადა აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

მძიმე ნოემბრის მოლოდინში - ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე იმატებს - „დღის თემის“ შეკითხვებს ამირან გამყრელიძემ უპასუხა.

 

მისივე თქმით, აცრილ პირებს შორის მხოლოდ 11 000 ინფიცირდა კორონავირუსით, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის, აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, 23 იყო ორჯერად აცრილი. გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული ინფიცირებული პირები სხვადასხვა ვაქცინით იყვნენ აცრილები და ამ შემთხვევაში, რომელიმე ვაქცინის უპირატესობა არ გამოკვეთილა.

 

ორჯერადად აცრილი არის 903 000. დიახ, ამ 903 000-დან 11 000-ს დაემართა „კოვიდი“, მაგრამ მათ უმრავლესობას არ დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია. რა თქმა უნდა, ერთეულებია, სანამ არ გამოვა მიმოხილვა, ციფრებს არ დავასახელებ. არის გარდაცვლილებიც, დაგიდასტურებთ. აგვისტოს ბოლო რიცხვებით, 23 გარდაცვლილი გვყავდა ორჯერადად აცრილი, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში და ეს ძალიან დეტალურად შეისწავლება, ვერბალურ აუტოფსიას ვეძახით ამას, ყველა იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებით. განასხვავეთ ახლა თქვენ, სამწუხაროდ, 9 000-მდე გარდაცვლილი, მათ შორის, 99 პროცენტი აუცრელი და აცრილებში – 23“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

#აიცერივაქცინაგვიცავს" - წერს ზვიად კირტავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ