ბოროტმოქმედი მოძალადე აქეთ იმუქრებოდეს -მომიტევე, თორემ სასტიკად დაგსჯიო, რასაკვირველია, არავითარ მორალურ დილემას არ წარმოშობს; უარესიც - ამ მუქარის მორალურ დილემად წარმოდგენა, საკითხის ასე დასმა - მიუტევოთ თუ არა იმას, ვინც გვაშანტაჟებს, არა თუ ქრისტიანობას ანდა ნებისმიერ, რომელიც გნებავთ, ეთიკურ მოძღვრებას, არამედ საერთოდაც - საღ აზრს ეწინააღმდეგება და სრული აბსურდია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი დავით ზარდიაშვილი წერს.
"ეს გამაოგნებლად უტიფარი შანტაჟი და მუქარა, რისი უფლებაც თავს მისცა გვარამიამ, როცა პატრიარქის თანამოსაყდრეს დაესხა თავს, სხვას არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ მიტევების კი არა, არამედ - ძალადობის აღკვეთის პრობლემა დგას სინამდვილეში; უარესიც - შესაძლოა, ეს პრობლება საბედისწერო გახდა: რადგან, საუბედუროდ, ნაცობა - განგრძობადი დანაშაულია და თუკი მისი შეკავება ახლა მაინც ვერ მოვახერხეთ, ახი იქნება, რასაც ისინი თავს დაგვატეხენ!
აქ არაფერ შუაშია დემოკრატია და არჩევნები. ის ფაქტი, რომ მოძალადეებს ამდენი ამომრჩეველი ჰყავთ, ცხადია - პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მაგრამ ვერც ეს გარემოება - სამართალსა და სამართლიანობას წინ ვერ დაუდგება; მეტიც - ერთადერთი მართალი გზა, რათა პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს, პრაგმატულადაც სწორედ ესაა - სამართალი უნდა აღსრულდეს. აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რომ ბრბო რასაც აირჩევს და ეს უკვე ცნობილია, იგი, როგორც ყოველთვის - ახლაც ბარაბას გათავისუფლებას ითხოვს. მეტიც, სწორედ იმიტომ, რომ ეს ბრბოა და არა ხალხი, ყველა კეთილი ნების ადამიანის ვალია, რაც არ უნდა აშანტაჟონ და როგორც არ უნდა დაემუქრონ, სიმართლე და სამართალი არ დასთმოს და ბოლომდე დაიცვას.
სიმართლე და სამართალი, ანუ სჯულია - ღვთის ნება და არა ტაიფუნ-მაიმუნი სააკაშვილი. მაიმუნი იმიტომაა, რომ "კაცობს", ვითომ კაცსა ბაძავს, ხოლო ზოგს - "ტაიფუნად" ეჩვენება მისი მანჭვა-გრეხა.
დასკვნა კი ესაა: დედა შეერთოს ცოლადა, ვინც ამათ უსჯულოებას გაატარებს, სიმართლესა და სამართალს გაყიდის და თანაც, ამ გამყიდველობას - „მიმტევებლობას“ დაარქმევს! ბარაბას გათავისუფლება მიმტევებლობა კი არ არის, სჯულის და რჯულის გამყიდველობაა!"- წერს დავით ზარდიაშვილი.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge