დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

თურქეთი საქართველოს გავლით, პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს - დეტალები 19.10.2021 16:23

თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

„ე.წ. კუმულაციური რეჟიმის ამოქმედება საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის მნიშვნელოვნად გაზრდის პროდუქციის ასორტიმენტს, რომლის გატანაც შესაძლებელი გახდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ევროკავშირში. კერძოდ, ეს შეეხება ტექსტილს, ავეჯს, სამშენებლო მასალებს, პლასტმასს, რკინის ნაკეთობებს, ქაღალდს, მუყაოს და სხვა პროდუქციას. გარდა ამისა, ასეთი შეთანხმება გააფართოვებს თურქულ ინვესტიციებს საქართველოში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

 

აღსანიშნავია, რომ ახალი შეთანხმება არ გავრცელდება სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე.

 

საქართველო, თურქეთი და ევროკავშირი აღნიშნულ ფორმატზე 2017 წლიდან მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 32,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ