დღე: 20

ღამე: 12

USD 2.6755

EUR 2.8837

ხმას მივცემ ნიკა მელიას, ჩემს ქალაქს უკეთესობა დაეტყობა - გია ხუხაშვილი 19.10.2021 20:47

პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი არასდროს ყოფილა და არც იქნება, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქალაქის მკვიდრი, ხმას მისცემს ნიკა მელიას. რადგან მიაჩნია, რომ ამ სახელმწიფოს განვითარებისთვის ეს არის სწორი გადაწყვეტილება.


" მე არ ვყოფილვარ, არ ვარ და არ ვიქნები ნაც. მოძრაობის ამომრჩეველი უფრო მეტიც, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მათი ხელისუფლების ჯერ კრიტიკას, შემდგომ კი დაპირისპირებას მივუძღვენი ღარიბაშვილის, კობახიძის და ქართული ოცნების სხვა დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით.

 

ამასთანავე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქალაქის მკვიდრი, ხმას მივცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ამ სახელმწიფოს განვითარებისთვის ეს არის სწორი გადაწყვეტილება და აი, რატომ:

 

ნიკა მელია აუცილებლად ეცდება იყოს ეფექტური, შეებრძოლება კორუფციას და ამოძირკვავს პარტიულ, თუ სანათესავო ნეპოტიზმს ორი მიზეზით – ერთი, რომ დაინტერესებული იქნება შექმნას წარმატებული ლოკალური მოდელი სისტემურ ჭაობში სამომავლოდ და მეორე, სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს ამას, რადგან ქართული ოცნების მართლმსაჯულება და ძალივანი სისტემა დამოკლეს მახვილივით იქნება მის თავზე აღმართული.


მოკლედ, სახელმწიფოებრივად გაჩნდება ძალაუფლების უზურპაციის გარღვევის პრეცედენტი, ჩემს ქალაქს უკეთესობა დაეტყობა და ეს ყველაფერი მოხდება ნაცების ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე.
სულ ეს არის…” – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ