დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას? - კახა კალაძე 19.10.2021 21:32

რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის; მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება; მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები; მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კალაძის განმარტებით, იგი ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია.

 

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ