დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს კლინიკაში - რა გადაწყვეტილება მიიღო კონსილიუმმა 19.10.2021 23:16

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, პრევენციის მიზნით, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია იგეგმება.

 

თუმცა, მისივე თქმით, ჰოსპიტალიზაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რადგან ამას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თანხმობა სჭირდება.

 

„შეხვედრა იყო კონსილიუმის წევრებს, ასევე იუსტიციის მინისტრსა და ჯანმრთელობის მინისტრს შორის, აგრეთვე ესწრებოდა დეპუტატი ხუნდაძე. გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და შევთანხმდით, ყველა ერთ ტალღაზე ვართ. მოხდება მისი პრევენციული ჰოსპიტალიზაცია.

სად, ჯერ არ ვიცით. ჰოსპიტალიზაცია გადაწყვეტილი არ არის, რადგან ავადმყოფი უნდა დათანხმდეს ამაზე, მაგრამ ეს პრევენციული ჰოსპიტალიზაციაა, მგონი, შაბათს ან კვირას იქნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კონსილიუმის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მე-19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით კონსილიუმია შეკრებილი. სწორედ კონსილიუმის რეკომენდაციების თაობაზე ექიმებმა იუსტიციის სამინისტროში გამართეს შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე დაესწრნენ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ