დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

კალაძეს პასუხები არ აქვს და კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით - ნიკა მელია 19.10.2021 23:45

 

სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა - რას იზამ, მტრობის სპირალში შესულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ, ისინი უნდა დავამარცხოთ, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის პოზიციას, ნიკა მელიას მიერ შეთავაზებულ დებატებზე.

 

მელიას თქმით, კალაძეს პასუხები არ აქვს და კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით.

 

„სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა. არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა - ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში!

 

რაც შეეხება მის მიერ, მერიაში კორუფციის ყოველდღიურობად ქცევას, მილიონების ჩაჯიბვას ატკატებად, მილიონების ხარჯვას მმართველ პარტიაზე, ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებას და კრიმინალთან გარიგებას - ეს პერსონალური საკითხები არაა. ეს თბილისის პრობლემებია, რომელიც დასრულდება, მისი დამარცხებისთანავე. ვიცი, რომ პასუხები არა აქვს, არც პოზიტიური დღის წესრიგი გააჩნია - დაპირისპირების და სამოქალაქო კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით.

 

არადა თბილისელებისთვისაც და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა საგნობრივი დებატები. რას იზამ - მტრობის სპირალში შესულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ - ისინი უნდა დავამარცხოთ! ყველამ ერთად 30 - ში“, - წერს ნიკა მელია.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ღია დებატებში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც კახა კალაძემ განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ