დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

FBI -მ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას სახლები გაჩხრიკა 20.10.2021 01:11

 

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI ) თანამშრომლებმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ფედერალური ბიუროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ სააგენტო ახორციელებდა სასამართლოს მიერ ნებადართულ სამართალდამცავ ქმედებას სახლში, რომელიც, მედიის ინფორმაციით, რუს ოლიგარქს ეკუთვნის. იგივე განცხადება გააკეთა ფედერალური ბიუროს ნიუ-იორკის ოფისის პრესსპიკერმა, თუმცა დეტალებზე არცერთ მათგანს უსაუბრია.

თვითმხილველების განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა სახლებიდან რამდენიმე ყუთი გამოიტანეს.

ვაშინგტონმა 53 წლის ბიზნესმენს, ოლეგ დერიპასკას, სხვა გავლენიან რუსებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კავშირების გამო, 2018 წელს სანქციები დაუწესა.


სენატის ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „დემოკრატიულ“ პარტიასთან დაკავშირებული ქსელის და ანგარიშების გატეხვისა და ჰილარი კლინტონის შესახებ საზიანო ინფორმაციის გაჟონვის განკარგულება გასცა.

ამავე ანგარიშის თანახმად, დერიპასკას ახლო კონტაქტი ჰქონდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელ პოლ მანაფორტთან. კერძოდ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მანაფორტი მას არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიდა. ბიზნესმენი ამ ფაქტს უარყოფს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ