ამ პარლამენტში ბევრი შხამი და ბოღმაა, იქ ყოფნა ძალიან რთულია - იაგო ხვიჩია

 სააკაშვილის დაბრუნება და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება მოსახლეობას არ უნდა ამ ქვეყანაში, ჩემი აზრით და ეს „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, მაგრამ „ოცნება“ ამას უსინდისოდ იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ქართველი ხალხის შიში არსებობს „ნაცმოძრაობის“ მიმართ და ცხრა წლის განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ ყარაულები არიან, „ნაცმოძრაობისგან“ ქართველი ხალხის დასაცავად. აი, ეს როლი აქვთ – ჩვენ ვართ ყარაულები და გიცავთ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ მოვიდეს, მაგრამ ეს ყარაული უზარმაზარ ფასს ითხოვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, როგორ უნდა დასრულდეს ორპოლუსიანობა და შექმნილი ვითარება, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს რაღაც დროს დასრულდება, რადგან ხდება იმედგაცრუება და რაღაც დროს, ადამიანებს რაღაც ბეზრდებათ.

„მერე, ადამიანების ყურადღებას ასეთი ტიპის „ექშენითაც“ კი ვეღარ მიიზიდავ, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა, აქ დაკავება და ასე შემდეგ“, – განაცხადა იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ნაკლებად ხედავს, თუმცა, მისივე თქმით, პარლამენტი იმდენად არის დაზიანებული, რომ ვადამდელი არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა.

.„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარების შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ამ ოპერაციით 43% გაინაღდა და ეს შარი თავიდან აიცილა. უბრალოდ, ჩემს მოსაზრებას ვამბობ, რომ მინდა, ახალი პარლამენტის შანსი გაჩნდეს. იმიტომ, რომ დავრესტარტდეთ. ამ პარლამენტში შხამია ბევრი და ბოღმა, მთელი ამ პროცესების შედეგად იმდენად დაზიანდა, რომ იქ ყოფნა ძალიან რთულია. ადამიანებს ერთმანეთზე ისეთი რაღაცები აქვთ ნაკადრები და ისეთი პროცესები აქვთ გავლილი, რომ ამ ყველაფერმა ეს პარლამენტი ძალიან დააზიანა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები