დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

გვინდოდა, დაგვემთავრებინა ორპოლუსიანობა - ანა დოლიძე 20.10.2021 02:46

 

ჩვენც გვინდოდა, რომ დაგვემთავრებინა ეს ორპოლუსიანობა, რომელსაც შეპყრობილი აქვს პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ მაინც დავბრუნდით ამ ათვლის წერტილთან, როდესაც გვიბიძგებენ, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ერთი ან მეორე არჩევანი, –  განაცხადა პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ  პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

 

 

„თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენ წინაშე ამ მოცემულობის დაყენება მაინც ხელოვნურია. მით უმეტეს, ხალხის დამუნათება, რომ აქეთ თუ არ დგახარ, ესე იგი, სინათლის მხარეს დგახარ ან სიბნელის მხარეს. ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ. ერთი იმიტომ, რომ ამომრჩეველმა ეს გადაწყვიტა, ამ ჯერზე. გასაგებია, რომ სამი თვის შექმნილი პარტიაა და ჩვენ დინოზავრებთან შევდიოდით ჭიდილში, მაგრამ გარდა ამისა, გადავწყვიტეთ, მხარი არ დავუჭიროთ არც ერთ ძალას. იმიტომ, რომ ჩვენი მხარდამჭერი ასე ფიქრობს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

ანა დოლიძის თქმით, პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ მხარდამჭერთა და წევრთა პოზიციები მრავალეფეროვანია, თუმცა სამ ძირითად ჯგუფად იყოფა.

 

„ჩვენი მხარდამჭერები, წევრები არიან გაყოფილი, რომლებთან ურთიერთობისთვისაც ჩვენ ახალი ფორმა შემოვიღეთ – გარკვეული პლებისციტი, შიდა პარტიული შეკრება. მეორე ტურთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ შიდა კვლევა, მხარდამჭერთა აზრის გამოკითხვა და გამოვავლინეთ საკმაოდ მრავალფეროვანი პოზიციები. პოზიციები დაახლოებით სამი ჯგუფისგან შედგება. ერთი, რომელიც ხმას აძლევს ოპოზიციას, მეორე, რომელიც ამბობს, რომ აქ არჩევანი არ არის, ორპოლუსიანობის წინააღმდეგაა და არა პერსონალიების, არამედ სისტემური ცვლილების შესაძლებლობას ვერ ხედავს და მესამე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არასოდეს არ მისცემს. მე მყავს ასეთი მხარდამჭერები და წევრები. ამიტომ, ვთქვით, რომ ჩვენ არ დავდგებით ბარიკადის რომელიმე მხარეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ