დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ასე არასდროს ასხივებდა ოპოზიცია - გიორგი რურუა 21.10.2021 02:21

ასე არასდროს ასხივებდა ოპოზიცია! ცვლილებების დროა, რომელიც კარზე მოგვადგა! – ასე ეხმაურება  სოციალურ ქსელში  “მთავარი არხის” დამფუძნებელი გიორგი რურუა ნიკა მელიას მიერ კოალიციური გუნდისა და პროგრამის წარდგენას.

“კოალიცია გამოჩნდა !


ახლა ჩვენი ჯერია,მივიდეთ და შემოვხაზოთ,ახალი, ნათელი, პატიოსანი,პროფესიონალი და სამართლიანი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი.


ასე არასდროს ასხივებდა ოპოზიცია !


ცვლილებების დროა,რომელიც კარზე მოგვადგა!” -წერს გიორგი რურუა Facebook-ში 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ე.წ. კოალიციური გუნდი წარადგინა, სადაც დაასახელა მერის მოადგილეები, თბილისის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგეობების კანდიდატები.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობსი არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ