დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"შევაკავოთ რუსეთი შავ ზღვაში" - რას წერს თურქული გამოცემა 22.10.2021 15:15

თურქულმა გაზეთმა „ჯუმჰურიეთ“-მა (Cumhuriyet) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რეჯეფ ერდოღანი ჯო ბაიდენთან რომში შეხვედრისათვის ემზადება: რას სთავაზობს ამერიკას თურქეთის მმართველი პარტია“ (ავტორი - მეჰმედ ალი გიულერი), რომელშიც თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობებია გაანალიზებული - შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებისა და რუსეთის შევიწროვების მიზნით.


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.


„აშშ-სთან თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ვაჭრობაში ორი ძალიან საყურდღებო მოვლენა მოხდა. ისინი ერთმანეთს ავსებენ და რეჯეფ ერდოღან - ჯო ბაიდენის რომის შეხვედრისათვის ნიადაგს ქმნიან, რომელსაც თურქეთის ლიდერი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.


„გახდი ევრაზიის ტირანი“


პირველი სიმპტომი: ამას წინათ ამერიკის პრესაში (Defense One, 17.10.2021) თურქეთის ელჩის მურატ მარჯანის სტატია გამოქვეყნდა სათაურით „დადგა დრო, რომ თურქეთი და ამერიკა შერიგდნენ“, რომელშიც ელჩი წერს: „ჩვენ ორივეს საერთო ინტერესები გვაქვს ახლო აღმოსავლეთში ჩრდილოეთ აფრიკაში, შავი ზღვის აზუზსა და შუა აზიაში. ევრაზიის წყლებში რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გაბედულად და უსაფრთხოდ იცუროს, მას გარკვეული [საყრდენი] ჭირდება. თურქეთის სამხედრო ყოფნამ ევრაზიის სივრცეში ძალთა ბალანსი ნატოს სასარგებლოდ შეცვალა. თურქეთმა და აშშ-მა ერთად უნდა იმოქმედონ“.


ერთი სიტყვით, ჩვენი ელჩი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სთავაზობს, რომ თურქეთი ევრზიის ტირანი გახდეს, თან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელით!


არ უნდა დავივიწყოთ, რომ მურატ მარჯანი პარტიული ელჩია და რეჯეფ ერდოღანის გუნდის იმ ჯგუფის წევრი, რომელიც აშშ-სთან ურთიერთობას არეგულირებს.


„შევაკავოთ რუსეთი შავ ზღვაში!“


მეორე სიმპტომი: მმართველი პარტიის მოხსენება, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში იქნა გაჟღერებული და რომლის სახელწოდებაა „ტრანსატლანტიკური კავშირები და ძალთა გადანაწილება ცვალებად სტრატეგიულ სიტუაციაში“. მოხსენება მომზადებულია ასამბლეაში თურქეთის ჯგუდის ხელმზრვანელის აჰმედ ილდიზის მიერ. დოკუმენტის ტექსტი იწყება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ქება-დიდებით!


მოხსენებაში ნთქვამია, რომ ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის დღიდან „გაბედული ნაბიჯები გადადგა ნატოს წევრ-ქვეყნების დარწმუნების მიზნით, რომ ამერიკა კვლავ გლობალურ ლიდერობას აღიდგენს. ასეთ სიტუაციაში თურქეთი მზადაა აშშ-სთან თავისი ურთიერთობების რეპოზიციონირებისათვის“.


მაგრამ როგორ? ამ კითხვაზე მოხსენებაში პასუხი ასეთი სახითაა გაცემული: „თურქეთი უზრუნველყოფს ნატოს მნიშვნელოვან პოტენციალს შავ ზღვაში გაძლიერებული რუსეთის შესაკავებლად“.


აშშ-ის გეგმები შავ ზღვასთან მიმართებით და როგორ უზრუნველყოფს თურქეთის მმართველი პარტია შავ ზღვაში რუსეთის შეკავებას? ფაქტიურად, ამ კითხვაზე პასუხი გასცა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, რომელმაც კიევში განაცხადა, „უკრაინელებთან შავი ზღვის რეგიონში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას ვაპირებთო, მოსკოვის აგრესიული ნაბიჯების წინააღმდეგ“.


სხვა სიტყვებით, მმართველი პარტიის პოლიტიკა, დაწყებული უკრაინასთან შეიარაღებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით და დასრულებული ყირიმის პრობლემისადმი მიდგომით, მოკლედ რომ ვთქვათ, გამიზნულია „შავი ზღვის აუზში“ რუსეთის შეკავებისათვის.


ძალიან კარგი, მაგრამ განა ასეთი პოლიტიკა თურქეთის ეროვნული ინტერესებს ემსახურება? რა თქმა უნდა, არა. თურქეთის ეროვნული ინტერესები მდგომარეობს იმაში, რომ შავი ზღვის საკითხი დარჩეს იმ საკითხად, რომელიც მის ნაპირებზე მდებარე ქვეყნებს ეხება. მაგრამ აშშ, ნატოში უკრაინისა და საქართველოს მიღებით, პლუს ბულგარეთით და რუმინეთით, ცდილობს რუსეთის იზოლირება მოახდინოს და შავი ზღვა ნატოს ტბად გადააქციოს.


სხვანაირად რომ ვთქვათ, სინამდვილეში თურქეთ-აშშ-ის ინტერესები შავ ზღვასთან მიმართებით - ისევე როგორც სხვა საკითხებში - ერთმანეთს ეჯახება..


„მრავალმხრივობა“ კი არა, „ნეოაბდულჰამიდიზმი“


მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა, ერთი მხრივ, რუსეთთან თითქოს მჭიდროდ თანამშრომლობს, მეორე მხრივ კი ამერიკასთან ვაჭრობს „რუსეთის შესაკავებლად“. და ამას „მრავალმხრივ პოლიტიკად“ წარმოგვიდგენს. მაგრამ ის, რომ ეს „მრავალმხრივობა“ კი არა, „ნეოაბდულჰამიდიზმია“, რომელსაც საბოლოოდ „მრავალმხრივ დათმობამდე“ მივყავართ.


საგარეო კურსის ასეთი ფორმით გატარებას თურქეთისათვის ზიანი მოაქვს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. მმართველი პარტია „მაშველ რგოლს ეძებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ მისი ნაბიჯები ქვეყანას სულ უფრო მეტ ზიანს აყენებს.


თურქეთში უახლოესი [საპარლამენტო] არჩევნები, [რომელიც 2023 წლის ივნისში უნდა ჩატარდეს], ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება, მაგრამ ხზს ვუსვამთ: არჩევნებამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და ამ პერიოდს ქვეყნისათვის ყველა სფეროში საგანგებო მნიშვნელობა აქვს.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ