დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

რა საერთო აქვთ მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჩარლზ ჰაიდერს 22.10.2021 17:44

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რა აქვთ საერთო ერთმანეთთან საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჩარლზ ჰაიდერს?


ჩარლზ ჰაიდერს ისეთი ძლიერი ორგანიზმი "აღმოაჩნდა", რომ 218-დღიან შიმშილობას გაუძლო (ჩუმ-ჩუმად კი კარაქიან პურს მიირთმევდა).


მიხეილ სააკაშვილს კი დაუქადნია, ჰაიდერის რეკორდი უნდა მოვხსნაო და ისიც შიმშილობს (ჩუმ-ჩუმად კი ცაცხვის თაფლწასმულ ქართული თონის პურით ილუკმება).


არადა, მაგის ადვოკატებს და პირად ექიმს რომ ჰკითხო, ძლივს დადისო, მოტორი აღარ უმუშავებსო..... ანუ მოტორიკული ფუნქცია დაკარგაო...


ეტყობა, რომ 20 დღის ვითომ "შიმშილობის" შემდეგ მიშიკო მაინც ჯანზეა - საპყრობილეს გისოსებიან ფანჯრიდან სავსე მთვარესავით გაფიჟვინებული სახე მოჩანდა...


აფერისტ! - როგორც შავლეგი იტყოდა "არაჩვეულებრივი გამოფენიდან," - წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ