დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ჩვენ- ოსებს, ასევე აზერებს, თურქებს, აფხაზებს… რომ მოგვწონდეს სააკაშვილი ეგ გასაგებია.. - ნიკო ბიკოევი 23.10.2021 12:47

ოსებს რომ მოგვწონდეს სააკაშვილი ეგ გასაგებია, გამსახურდიას მიერ გაუქმებული ავტონომიური ოლქი აღგვიდგინა - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნიკო ბიკოევი 


ოსებს რომ მოგვწონდეს სააკაშვილი ეგ გასაგებია, გამსახურდიას მიერ გაუქმებული ავტონომიური ოლქი აღგვიდგინა, სამხრეთ ოსეთი დაარქვა, პრეზიდენტი დაგვინიშნა და ლენინგორი და მიმდებარე ტერიტორიები მოგვყიდა.

 

აზერებს რომ ევასებოდეთ ეგეც გასაგებია წითელი ხიდი , დავიდ გარეჯი და სტრატეგიული სიმაღლეები ფაქტიურად აჩუქა,

 

აფხაზებსაც უნდა მოწონდეთ წესით კოდორის ხეობა ომით აიღო და აფხაზებს ჩააბარა, თან ზემო აფხაზეთი დსარქვა არ დაგავიწყდეთ, სომხებსაც რაღაც საზღვარი შეუსწორა მათ სასარგებლოდ, ლორესთან ( თუ არ ვცდები).

 

თურქებსაც უნდა უყვარდეთ იმიტომ რომ მოქალაქეობას პონჩიკებივით ურიგებდა.

 

რუსებს კი ლანძღავენ ნაცები, მარა ყველაზე მეტად მათ უყვართ. 100 ზე მეტი ჰესი  ბორჯომი, და მრავალი სტრატეგიული ობიექტი გადასცა.

 

ეხლა ქართველებმა მიპასუხეთ თქვენ რა პონტში გევასებათ ბატონი მიხეილ სააკაშვილი?!

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ