დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"მეგობრებო, ლაშას სიცოცხლის გადასარჩენად თქვენი დახმარება მჭირდება!" - 22 წლის ლაშა სახეჩიძის დედა საზოგადოებას მიმართავს 23.10.2021 20:19

22 წლის ლაშა სახეჩიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროებალაშა გულ-მკერდის არეშია დაჭრილი და მთელი ძალით იბრძვის გადარჩენისთვის.

 

მისი დიაგნოზიათავის ტვინის ჰიპოქსია, რომელიც გამოწვეულ იქნა გულის გაჩერებით და სისხლის დაცლის შედეგად.

 

ლაშას დედა, თამილა წიწილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"5 ტკივილით სავსე თვე...


5 თვე შენი ხმის, შენი სიცილის გარეშე... ჩემო დახატულო, სიცოცხლისთვის იბრძვი.. ძალიან მეწვის გული დედი უკვე შენი ტკივილით.. იბრძვი, რომ გადარჩე.. მამა შენთან ერთად არის... მამა, რომელიც ყველაფერზე აკეთებს შენი გულისთვის, მამა რომელმაც გერმანიის ბიუროკრატიული კანონები მამა-შვილი კანონებით შეცვალა. ის, რაც არ ხდება, ამას შენი მამა აკეთებს და შენც მასთან ერთად იბრძვი ჩემო სიცოცხლე შენი მშობლებუსთვის, შენი მეგობრებისთვის და უკვე მთელი საქართველოსთვის, რომლებიც ყოველდღე ელოდებიან შენ გამოჯანმრთელებას.



ყველას ერთად გვჯერა, რომ  დადგები ფეხზე !!!! და ყველა გაიხარებს ამით!

მეგობრებო, ახლა ლაშას სიცოცხლის გადასარჩენად თქვენი დახმარება მჭირდება. თქვენს მიერ გადმორიცხული თნხა თუნდაც 1 ლარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ გადახდილი გვქონდა 45 დღიანი მკურნალობის თანხა, რაც დასასრულს უახლოვდება,   კიდევ რომ შევძლოთ მკურნალობის გაგრძელება .... ლაშას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება... თქვენი დახმარება ჩვენი იმედია... გთხოვთ მეგობრებო...

#ლაშასთვის
#ლაშასსიცოცხლისთვის 


"საქართველოს ბანკის" ანგარიშზე -


#GE74BG0000000101023232,
მიმღები: ლევან სახეჩიძე;


''თიბისი ბანკის'' ანგარიშზე -


#GE42TB7140445064300024,
მიმღები: ლევან სახეჩიძე


დავრეკოთ ნომერზე


☎️ 0 901 000 884 ზარის ღირებულებაა 1 ლარი

 

Tamilawiwilashvili82@gmail.com ამ მეილის მეშვეობით შეგიძლიათ გადმორიცხოთ თანხა ნებისმიერი ქვეყნიდან," - წერს თამილა წიწილაშვილი. 

 

იხ: ვიდეო, სადაც ლაშა სახეჩიძე კარგად ყოფნის პერიოდში ცეკვავს.

 

დავეხმაროთ ლაშას! ერთად ყველაფერს შევძლებთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ