დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ვართ ღირსეულები, ვემსახუროთ თბილისს და თბილისელებს -კახა კალაძე 23.10.2021 20:42

უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ვართ ღირსეულები, ვემსახუროთ თბილისს და თბილისელებს“, - ამის შესახებ „ქართული­ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

კახა კალაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ქალაქის განვითარების თაობაზე, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, საკუთარი ხედვა წარუდგინა.

 

„არ არსებობს მიმართულება, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადავდგით. მინდა, რომ ეს აღმშენებლობა და განვითარება გაგრძელდეს. არ იყოს დაპირისპირება, ბოროტება, შუღლი, სიძულვილის ენა, რაც, სამწუხაროდ, მეორე მხრიდან ყოველდღიურობაში არის გადასული. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც კონკრეტული ხედვით წარდგა, ჰქონდა საარჩევნო პროგრამა, საუბრობდა თბილისზე და თბილისის განვითარებაზე, სამომავლო გეგმებზე რაიონების და უბნების მიხედვით. მეორე მხარეს იყო ცილისწამება, ტყუილი, თუკი რაიმე ბოროტება შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერი იკადრეს. სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. ჩვენ ამ ადამიანების დონეზე ვერ დავალთ და იგივეს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენი ხედვით, საქმეებით უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ვართ ღირსეული ადამიანები, ვემსახუროთ ამ ქალაქს და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ასევე, თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა ექიმებს და სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული ძალისხმევისთვის.

 

მედიკოსებთან გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ