დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

რომელი უფრო სწორია, „გაერთიანებული ოპოზიცია“ თუ, „ჭეშმარიტ ნაცთა ერთობა”?! - ანრი ოხანაშვილი 23.10.2021 23:31

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის შესახებ წერს და განმარტავს, რეალურად რატომ გაერთიანდნენ ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ ეს პოლიტიკოსები.

რომელი უფრო სწორია: „გაერთიანებული ოპოზიცია“ თუ, „ჭეშმარიტ ნაცთა ერთობა”?! - სვამს კითხვას ანრი ოხანაშვილი და იქვე განმარტებას აკეთებს.

წარმოუდგენლია, მაგრამ დავუშვათ, რომ:

 

1. თურმე, მელია, ხოშტარია და გირჩი ჯაფარიძე 2012 წელს აპროტესტებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებს და ამის გამო თანამდებობებიც კი დაუტოვებიათ, ხოლო ხაზარაძეს პროტესტის ნიშნად ბანკი დაუტოვებია მაშინდელი სახელმწიფო ტერორის გამო!

 

2. შემდეგ, სწორედ ასეთი პრინციპულობის გამო შეკავშირებულან ეს პრინციპული და სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები - იგივე ჭეშმარიტად „ანტინაცები“- არც მეტი და არც ნაკლები, მხოლოდ აწმყოსთვის.

 

3. აწმყო კი, ამ ჭეშმარიტად „ანტინაცური“ გაგებით, ოცნების დამარცხებაა!

 

4. ფაქტია, ეს „გაერთიანება“ ჭეშმარიტად აწმყოა მომავლის გარეშე!

 

5.(ეს ციფრიც სიმბოლურია) პრინციპში, მათი ბელადი მიშასთვის ხომ არიან გაერთიანებული და ასეთ დიდ მისიაზე მეტი რა გააერთიანებთ ჭეშმარიტ ნაცებს.

 

დასკვნა: სწორია „ჭეშმარიტ ნაცთა ერთობა”! - წერს ოხანაშვილი.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ