დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

თქვენი ბოგინი უნდა დამთავრდეს - ანზორ მელია ხელისუფლებას 23.10.2021 23:39

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ და მეორე ტურში სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

 

ანზორ მელიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატები გაიმარჯვებენ. მან ასევე მიმართა ხელისუფლებას და მათ წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

 

"მთავრობას მივმართავ, ძალიან გთხოვთ შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით, თქვენ დღეს ხართ, მაგრამ ხვალ არ იქნებით. თქვენმა შვილებმა ბედნიერ საქართველოში უნდა იცხოვრონ და ჩვენ, ვინც ვართ აქ, სამეგრელოს მერობის კანდიდატები, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ გარდავქმნათ ეს ქვეყანა. თქვენი ბოგინი უნდა დამთავრდეს, რაც თქვენ გუშინ იკადრეთ და დღეს სუსი უარყოფს, თითქოს და ეს არ იყო, ეს არის პროვოკაციაო. არა, ჩემო კარგებო, ეს პროვოკაცია არ იყო. თქვენ, ღარიბაშვილმა, რომელმაც 100 კაციც ვერ შეაგროვა აი აქვე, ახლოს, მწვანე შუქი აგინთოთ ძალადობისკენ, ყველაფრისკენ. რადაც უნდა დაუჯდეთ, უნდათ მოიგონ, მაგრამ როგორ მოიგებენ? თუ ზემოდან, იმ დღეს საარჩევნო ოლქში ნაღმს თუ ჩამოაგდებენ და ააფეთქებენ, თორემ ამათი საქმე წასულია. მე დღეს, შემოვიარე 4 სოფელი, ვყოფილვარ პირველ ტურამდეც და საოცრება ხდება, სულ სხვა ენთუზიაზმით, სულ სხვა სიყვარულითა და შემართებით მეგებებოდა ხალხი", - თქვა ანზორ მელიამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ