დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"ნაცმოძრაობის" გენეტიკური კოდი არეულობასა და დესტაბილიზაციაზეა მიმართული - არჩილ თალაკვაძე 23.10.2021 23:46

„ნაციონალურ მოძრაობას“თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, თუ სადმე თავისი კანდიდატის გაყვანის საშუალება მიეცა, ისინი ამას აუცილებლად გამოიყენებენ დესტაბილიზაციისა და არეულობისთვის, პოლიტიკური საბოტაჟისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ ამ მოსაზრების არსებობის საფუძველი განმარტა. „ჩვენს ამომრჩეველს ახსოვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა თავისი ელექტორატისგან, შედეგად მათ მხარდამჭერებს მოატყუეს და პარლამენტში სამუშაოდ არ შევიდნენ. მით უმეტეს პანდემიის დროს, როცა ქვეყანას ფუნქციური ინსტიტუტები ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ისინი პირდაპირ გადავიდნენ ხელოვნური კრიზისის შექმნის გეგმაზე, მოაწყვეს საბოტაჟი და 7 თვის განმავლობაში არა საქმის კეთებით, არამედ ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და საბოტაჟის შემოტანით იყვნენ დაკავებულნი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, როცა ასეთი უახლესი მაგალითები არსებობს, არის შანსი, რომ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სადაც „ნაცმოძრაობას“ ექნება შანსი, რომ თავისი კანდიდატი გაიყვანოს, იგივე გეგმას მიმართოს. „ამის თქმის საშუალებას გვაძლევს „ნაცმოძრაობის“ გენეტიკური კოდი, რომელიც არეულობასა და დესტაბილიზაციაზეა მიმართული“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ