დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ერდოღანმა 10 ქვეყნის ელჩების გაძევების ბრძანება გასცა 24.10.2021 00:16

 

თურქეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების ინსტრუქცია მისცა.

 

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა ინსტრუქცია, რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოს „პერსონა ნონ გრატად“ იმ 10 ქვეყნის ელჩები, რომლებმაც თურქი აქტივისტის, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს.  აღნიშნულ ელჩებს შორის, თურქეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის მისიების ხელმძღვანელებიც არიან.

"საგარეო საქმეთა მინისტრს დავავალე, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა ათივე ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს", - განაცხადა ერდოღანმა.

 

 

ამის მიზეზი გახდა დიპლომატების პოზიცია უფლებადამცველ ოსმან კავალას მიმართ. მათ მიმდინარე კვირას ხელისუფლებას კავალას გათავისუფლებისაკენ მოუწოდეს.

 

  ამის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩები დაიბარა და დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენიის დაცვის აუცილებლობა შეახსენა.

 ოსმან კავალა ცნობილი თურქი უფლებადამცველია, რომელიც პარიზში ცხოვრობს

 

 

ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს და მას თავდაპირველად ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტებთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. გასულ წელს მას 2013 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულის წინააღმდეგ დაემატა ახალი საქმე, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ