დღე: 20

ღამე: 14

USD 2.7203

EUR 3.2029

ანსამბლი "შავნაბადა“ 2 ნოემბერს რუხის ციხეზე კონცერტს გამართავს 25.10.2021 11:57

აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ზუგდიდში, რუხის ციხეზე, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, 2 ნოემბერს, კონცერტს გამართავს.

 

როგორც აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფორმაციაშია აღნიშნული, კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება, ღია ცის ქვეშ გაიმართება და დასწრება თავისუფალი იქნება.

 

„აფხაზეთის ანსამბლის სტრატეგიულ ტერიტორიაზე კონცერტის გამართვა ნიშანდობლივია. ქართულ-აფხაზურ მელოდიებს პრაქტიკულად ქართველებთან ერთად აფხაზი მოსახლეობაც მოისმენს. კონცერტზე სპეციალური სტუმრების სტატუსით მოწვეული არიან რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი, რომლებიც პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართული პაციენტების მკურნალობის პროცესში, რომლის უმრავლესობასაც აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობა შეადგენს.

 

პროექტის მთავარი მედია მხარდამჭერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 

პარტნიორები: აფხაზეთის მთავრობა და ზუგდიდის მერია“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ