დღე: 24

ღამე: 14

USD 2.7227

EUR 3.191

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ლოპანთან უკანონოდ დაკავებული ორი პირი თავისუფალია 29.10.2021 21:54

 

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 28 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია.

 

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

 

 

"უკანონოდ დაკავებულთა უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა. აქტიურდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი".

პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ