ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, თბილისში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ - 57,2%
ნიკანორ მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ - 42,8%.
რაც შეეხება სხვა ქალაქებს, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, დანარჩენ 3 დიდ თვითმმართველ ქალაქში მონაცემები ასე გადანაწილდა:
ბათუმი - „ქართული ოცნება“, არჩილ ჩიქოვანი - 50,8%, „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი კირთაძე 49,2%;
ქუთაისი - "ქართული ოცნება", იოსებ ხახალეიშვილი - 51,9%, "ნაციონალური მოძრაობა", ხატია დეკანოიძე 48,1%;
რუსთავი - "ქართული ოცნება", ნინო ლაცაბიძე - 53,8%, "ნაციონალური მოძრაობა", დავით კირკიტაძე 46,2%.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა.
თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი - თითოეულში 25 უბანი.
გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა.
ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 საათის მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.
ავტორ(ებ)ი :