13,14 ნოემბერს, 20 სთ-ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული თეატრი, სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის, სოსო ნემსაძის ახალი სპექტაკლის ,,მიმძიმს ამაზე საუბარი“ პრემიმერას ახალ, ანდერგრაუნდულ სივრცეში წარმოადგენს.
რუსთავის თეატრი, რომელსაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს, არსებობის მანძილზე არაერთი საინტერესო დადგმა განუხორციელებია, რომელიც ძირითადად ცენტრალურ ანუ დიდ სცენაზე იდგმებოდა. წლების მანძილზე კი ხელმძღვანელების ინიციატივით შენობაში ახალი თეატრალური სივრცეები იქმნებოდა. ამ დრომდე რუსთავის თეატრს დიდი სცენა (450 ადგილით) მცირე სცენა (80 ადგილით) და ცისფერი დარბაზი (67 ადგილით) აქვს. პანდემიის პერიოდში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში რუსთაველ თეატრალებსაც მოუწიათ იძულებითი პაუზა, თუმცა რეგულაციების დაცვით და სიფრთხილით პერიოდულად მაინც ხდებოდა შემოქმედებითი ცხოვრების გაცოცხლება. პამდემიის პერიოდში თეატრმა 3 პრემიერა წარმოადგინა და გასულ შემოდგომაზე თეატრის ეზოში კომედიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსაც უმასპინძლა. შემოქმედებითი მუშაობის პარალელურად კი თეატრის შიდა დასუფთავების პროცესებსაც შეუდგა. ამ შემთხვევაში სამიზნე ტერიტორია შენობის პირველი სართული და სარდაფი გახდა. დასუფთავების პროცესში, რომელშიც დაქირავებულ მუშებთან ერთად დასიც სიამოვნებით ჩაერთო საინტერესო აღმოჩენებიც დაფიქსირდა. მაგალითად ის რომ თეატრის შენობაში სანგარი იყო განთავსებული, აქამდე მის შესახებ სწორედ დასუფთავების პროცესში გაირკვა. ამავე დროს გამოთავისუფლებულმა სივრცეებმა ახალი შემოქმედებითი გეგმებიც დასახა და რაც მთავარია დაიბადა იდეა თეატრს შეემატოს სრულიად ახალი თეატრალური სივრცე. ენჯე გიზატოვას პიესა ,,მიმძიმს ამაზე საუბარი“ სოსო ნემსაძემ დრამატურგიის ფესტივალზე აღმოაჩინა და ქართულად სწორედ მისი ინიციატივით ითარგმნა, შესაბამისად პიესა ქართულ თეატრალურ სივრცეში პირველად დაიდგმება. სპექტაკლი ,,37 იანი წლების“ მძიმე პერიოდზე მოგვითხრობს.
<<პროპაგანდამ თავისი გაიტანა. ადამიანს თუ თეთრზე დიდი ხანი ეჩიჩინები, რომ შავია დააჯერებ.რასაც გინდა იმას დააჯერებ.დააჯერებ, თუ ეშინია და სურვილიც დაკარგა რომ გაერკვეს სიმართლეში. ხო და დააჯერეს, რომ...საბჭოთა კავშირში კი ხალხს არ აქვს სურვილი სახელმწიფო ცოდვებზე სიმართლე იცოდნენ. ასეუფრო კომფორტულად არიან. >> ესეც პერიფრაზის ნაცვლად..
პიესა კი ერთი რეპრესირებული ოჯახის ტრაგედიაზე მოგვითხრობს, მტრად შერაცხული კაცის და მისი მეუღლის ამბავზე.. წამება, ჯგუფური გაუპატიურება დედების სასაფალაოებზე, საერთო სამარხებზე, მოსმენები და ათასი სისასტიკე.. ანდერგრაუნდულ სივრცეში წარმოდგენილი მძაფრსიუჟეტიანი დრამა მაყურებლს ეპოქის სიმძიმეს კიდევ უფრო ნათლად დაანახებს და ვირტუალურ წარმოდგენასაც უკეთესად შეუქმნის. მართალია მძიმე დრამით, თუმცა ახალი სიცოცხლე ძველ თეატრში საინტერესოდ დაიწყება.
,,მიმძიმს ამაზე საუბარი“ - პიესის ავტორი - ენჯე გიზატოვა
რეჟისორი - სოსო ნემსაძე, კოსტუმების მხატვარი - ბარბარა ასლამაზი, ტექ.რეჟისორი - ინა ხომასურიძე. მონაწილეობენ: არჩილ მაკალათია, ლაშა კანკავა, ნათია მელაძე, გვანცა კანდელაკი, თეონა ხვედელიძე, ანა შარვაძე, ბექა კულიჯანაშვილი, მარიამ კვიტაიშვილი, სოფიკო ჩხიტუნიძე, ნათია არბოლიშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge