ბევრ, არა, უამრავ ბუმბერაზ პიროვნებას ვიცნობდი, თუნდაც ხუთწლიანი თსუ-ს წყალობით. მის კედლებს მიღმაც. - წერს სოციალურ ქსელში მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი, ნანა გაგუა.
რაც უფრო ბუმბერაზები იყვნენ, მით უფრო ''პატარები'' სხვებთან... თავმდაბლები, უაღრესად ზრდილობიანები, სადები, მშვიდები, უკიდეგანოდ ნიჭიერები და განათლებულები, სიტყვა-პასუხების დიდოსტატები... არ ეძიებდნენ უბადრუკ ადგილს მზის ქვეშ და სწორედ ამიტომ იყვნენ ასეთები - ბუმბერაზები!....
და ახლა ამდენ ყიამყრალს, ფუყე თავთავს, ამბიციურს, წუწკსა და გაქნილს რომ ვუყურებ, ასე მგონია, რომელიღაც ჯერ არ-აღმოჩენილ პლანეტაზე ვსახლობ, სადაც ერთმანეთს თვალებსა და სულს ხდიან! თათხავენ! ცილს სწამებენ! რაც დაუბანელ პირზე მოადგებათ, იმას გაჰყვირიან და ნელნელა უიმედოდ ჰკარგავენ სახეს....
რა ''ძნელი ყოფილა'' და რა ''ფასი ჰქონია'' ერთ პატარა, უბადრუკ ადგილს მზის ქვეშ.... ჰმმმ!"- წერს ნანა გაგუა სოციალურ ქსელში.
ავტორ(ებ)ი :