დღე: 20

ღამე: 12

USD 2.6755

EUR 2.8837

"მიშა, სწორედ შენმა ზონდერებმა, "დუბინკებით", დილის 5 საათზე პატიმარი ქალები ღამის პერანგებით მიწისქვეშა ჯურღმულებში ჩაგვყარეს" – ნანა სულავა 12.11.2021 19:56

 ყოფილი პატიმარი, ჟურნალისტი ნანა სულავა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით  მიმართავს.

 

"მე, სააკაშვილის ყოფილი პატიმარი, ჟურნალისტი ნანა სულავა ღია წერილით მივმართავ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს:

 

 

ამ წერილს შენი ფაშისტური რეჟიმისგან უკანონოდ გასამართლებული ჟურნალისტი გწერ და იცი, რა მინდა გითხრა? შენ ახლა პატიმართა შორის ყველაზე უარესი პატიმარი ხარ, ყველაზე მიუღებელი და ყველაზე უპატიებელი! რა სიმძიმისა და ხარისხის დანაშაულობებიც შენ გაქვს ჩადენილი, ძალიან ცოტა თუ მოიძებნება მსოფლიოში. ამიტომ ახლა შენი მოჩვენებითი შიმშილობით ვერავის მოატყუებ. ეგ უფრო სამკურნალო დიეტაა. შენი პრობლემები ფსიქიკურ აშლილობასთან არის დაკავშირებული, რაც გამოწვეულია იმით, რომ ხვდები, მოგატყუეს და ის სცენარი, რაც დაგიხატეს, თავიდანვე ყალბი იყო. შენნაირი რამდენი გადაუგდია იმპერიალიზმს.

 

 

აი, მე, შენი ფაშისტური რეჟიმისგან გამეტებულმა უკანონო პატიმარმა ჟურნალისტმა სწორად გავაკეთე და მშვიდად მივიღე უკანონო განაჩენი და ვაჟკაცურად ვხეხე შენი ქართული ციხე. ასე რომ, ჩაეხსენი შენს "ნაცკლასტერს" მთლიანად. ეგ მოძრავი შემადგენლობა, გარეთ რომ არის, ლიანდაგზე მარტო დატოვე და ის თვითონ აღმოჩნდება აკრძალული, შენ კი შეგეძლება, კაცურად მოიხადო სასჯელი შენს მიერ ჩადენილი დანაშაულობების გამო და შემდეგ ვნება დამცხრალმა იცხოვრო შენს უკრაინაში. ახლა ციხეში, მარტო დარჩენილს მრავალთა შორის, ბევრი დრო გაქვს ფიქრისთვის.

 

 

შენი ფაშისტური ბრძანებებიდან ერთი შენი პოლიტიკური ბრძანება მინდა შეგახსენო, რომელიც 2009 წლის 19 აპრილს შენი რეჟიმის წინააღმდეგ ქალთა პროტესტის დროს გაეცი – ქალები სანიმუშოდ დასაჯეთო – და მატროსოვის ციხეში აღდგომა ღამეს წითელი კვერცხების ნაცვლად კბილებამდე შეიარაღებული სპეცნაზი და სხვადასხვა საჯარისო შენაერთები შემოუშვი. შენმა ზონდერებმა დილის 5 საათზე ღამის პერანგებით მიწისქვეშა ჯურღმულებში ჩაგვყარეს და დუბინკებით და ელექტროშოკებით გადაგვასახლეს, 600 ქალი ცემა-ცემით მიგვიყვანეს ყველაზე მძიმე რეჟიმის ციხეში. მაშინ სად იყვნენ შენი ინგა გრიგოლიები, ნანუკა ჟორჟოლიანები, ახლა გაჟურნალისტებული  გვარამია-პროკურორი, რომელსაც მართალი სიტყვა მოახრჩობინე, ახლა რომ გაჰყვიროდნენ, უკვე 40 წუთია, არ ვიცით, სად მიიყვანეს პრეზიდენტიო. ჩვენმა პატრონმა სამი დღე არ იცოდა, სად ვიყავით გადასახლებული. შენი ბინძური პოლიტ სახეები – მელიები, მთელი თავიანთი საქათმიანად მაშინ სად იყვნენ, 600 ქალი რომ გმინავდა. მაშინ ქართველი პატიმარი დედებისთვის არ ეცალათ, ისევე როგორც შენ, ჰოდა, ახლა გიკვირს, რომ შენ წარსული გიზღავს სამაგიეროს. აქ პოლიტიკური ვაჭრობა გამორიცხულია.

 

ამ დღეებში სოციალურ ქსელში ატრიალეს ვიდეო ჩემი ინტერპრეტაციით, შენმა სიკვდილის ესკადრონებმა 22 წლის ლიკა ნატრიაშვილს ბოლო რომ მოუღეს, გაუპატიურებული გოგონა დამნაშავის მაგივრად ჩააგდეს ციხეში და მერე მოტყუებით გაიყვანეს ციხიდან ვითომ თავისუფლებაზე (ახლა იძახი შენ, მომატყუეს და გლდანის ციხეში მიმიყვანესო,  ბუმერანგია ცხოვრება) და ციხის იქით სიკვდილი დაახვედრეს. მარტო ლიკა ნატრიაშვილის წამების სამხილი საკმარისია შენი რეჟიმის მხილებისთვის და თუ ეს სამხილი არ არის საკმარისი, მაშინ უკანონო პატიმრის, 17 წლის გიორგი იაშვილის მატროსოვის ციხეში წამებით სიკვდილს შეგახსენებ. რამდენი პატიმარი გარდაიცვალა საეჭვო ვითარებაში?! თითოეულის სიკვდილი უნდა წაგიყენონ ბრალდებად. ეს ყველაფერი შენი ცოდვებია და შენი ნულოვანი ტოლერანტობის ბრალი. ახლა რა საკვებდანამატები გინდა, რომელსაც არ ჯერდები

 

მაგრამ შენ ხომ, ისევე როგორ ჩვენ, ეგზიუპერისა არ იყოს, ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და იმ შენი ბავშვობისა და დღევანდელი შენი ასეთ არსებად ჩამოყალიბებისთვის არავისთვის ბოდიშს არ იხდის დედაშენი, რომელიც ციხესთან ცრემლებს ღვრის და ეთერში ხაზს უსვამს იმას, რომ მის შვილს უამრავი ადამიანი უჭერს მხარს. ნაცისტურ გერმანიას, "ჰიტლერელებს" იცით, რამდენი მიმდევარი ჰყავდა? აი, ახლა კი უნდა გავიხსენო გაპოლიტიკოსებული თაკო ჩარკვიანის მამის ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი დედაშენის მისამართით: „ვარაი და, ვარადა, ჩამოეშვა ფარდა, მიშას დედას ყველა…  მამაშენის გარდა“. აი, ვის შვილთან ერთად იღწვი დღეს პოლიტიკური რევანშისთვის.

 

 

ახლა არ გინდა, რომ გამოსცადო საკუთარ თავზე, თუნდაც მინიმალური დოზით, რომ გაიგო, რას ნიშნავს იყო პატიმარი. თუ ციხის ეს რეჟიმი არ მოგწონს, კი ბატონო, მაშინ ის რეჟიმი მოითხოვე, რაც შენს დროს იყო ციხეში. მე, უკანონოდ გასამართლებული ჟურნალისტი, არაერთგზის ნასამართლევ, ხავსმოკიდებულ კრიმინალებთან, "ბეზპრიდელებთან", პროკურატურის აგენტებთან, რომ გამამწესეთ საკანში, ზევიდან ქალაქის ვაი პროკურორის გიორგი ღვინიაშვილის აგენტი, ადვოკატი მაკონტროლებდა, რომელიც სპეციალურად იყო შეგზავნილი ამბების გამოსატანად,  ლეიბიდან ნაწერებს მპარავდა, გვერდით კი როენა მამიდა მეწვა, მაგრამ ის მრავლისმნახველი როენაც კი იძახდა, ჯიგარი ქალი ხარო და ყველა კრიმინალური წარსულის პატიმარი უკან იხევდა, რადგან შენი ჩამშვები ინსტიტუტის მოწაფე არ ვიყავი. ციხეში ჩამშვებებს, მაბეზღრებს, "სტუკაჩებს" სასტიკად უსწორდებიან. ხომ ხედავ, გლდანის ციხის პატიმრები როგორ შეგეგებნენ და რა სიტყვებიც გეძახეს, ამას მე ვეღარ გავიმეორებ. დაგავიწყდა, შენს თანამოსაქმეს ირაკლი ოქრუაშვილს რა სიტყვები უთხრეს კაპეზეში პატიმრებმა? საკნის გარეთ თავს ვერ ყოფდა სირცხვილით. მერე ყველა ჩაგიშვათ და ამის ფასად გამოძვრა ციხიდან. ახლა კიდევ კაცის როლის მორგებას ცდილობს. ხომ ხედავ, რამდენიმე დღეც კი ვერ ძლებთ ციხეში და რა ამბავში ხართ. აბა, მე როგორ გავძელი 5 წელი ქალმა, ასეთი მძიმე რეჟიმის პირობებში!

 

 

პრეზიდენტყოფილო, ახლა გაიძახი პუტინის პირადი პატიმარი ვარო. კი, მაგრამ საკუთარი ფეხით რატომ ჩამოხვედი, იმიტომ, რომ პუტინის პატიმარი გამხდარიყავი? შენ რომ პუტინის პატიმარი ყოფილიყავი, უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდი „პოლის“ ჯოხით გაუპატიურებული და საკნის იატაკზე დაგდებული, როგორც ეს დაწესებულია რუსეთის ციხეებში, რის შესახებაც არაერთი ვიდეომტკიცებულება გამოქვეყნდა. მერე თავს ვერ მოიწონებდნენ შენი ბატონ-პატრონები, რომელთა ბრძანებითაც აქ ჩამოხვედი. მიიღე მათგან ბრძანება და შეასრულე. შენი ავანტიურა ბორის სავინკოვის ავანტიურას ჰგავს. თუ არ გაქვს წაკითხული მისი ისტორია, წაიკითხე

 

. ის შენსავით დიდი ავანტიურისტი იყო, ოღონდ შენზე ნიჭიერი. სად შენი ნაჯღაბნი წერილები და სად ბორის სავინკოვის პუბლიცისტიკა, პროზა და პოეზია. ისიც შენსავით ჩამოიტყუეს ევროპიდან. ისიც შენსავით კონტრრევოლუციონერი იყო. ჩამოვიდა და, ციხეში ჯდომა რომ არ ინდომა,  მეხუთე სართულიდან გადმოხტა. აბა, შენ იცი, კარგად დააკვირდი, რომელ სართულზე ხარ. ახლა ნეოფაშისტური რევანშის განხორციელება გინდა და სიცოცხლის დასაცავად იბრძვი. არ ვიცი, გეყოფა თუ არა სავინკოვის გამბედაობა, ალბათ – არა. შენი უბადრუკი სიცოცხლის გადასარჩენად მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვ. შენი ფაშისტური რეჟიმიდან იქნებ ერთი პატიმრის სახელი და გვარი მაინც შემახსენო, რომელიც გადაიყვანეს ასეთ მრავალპროფილურ კლინიკაში სამკურნალოდ. ის ვაი ექიმები,გმირ ვაჟა გაფრინდაშვილის თამადობით, ახლა შენ რომ დაგტირიან,  სად იყვნენ მაშინ?

 

 

ახლა გაქვს შანსი, მოინანიო შენი ცოდვები და ბოლოს და ბოლოს, ვინც გავალებდა ამ ბოროტმოქმედებების ჩადენას, სამშობლოს ღალატს, ხალხის მტრობას, ისინიც ამხილო", - ნათქვამია წერილში, რომელშიც 

 

 

წყარო alia.ge

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ