ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 11 ნოემბრის მონაცემებით, დაფიქსირებულია – 457 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 471 ახალი შემთხვევა.
მათივე ცნობით, სულ საქართველოში რეგისტრირებულია 9089 აივ ინფიცირებული პირი, მათ შორის 6795 მამაკაცია და 2294 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა. 1889 პაციენტი გარდაიცვალა.
„11 ნოემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5709 პაციენტი. მათ შორის 43 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.1 % (3187) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50.1 % (4557) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.6 % (1141) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (113) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3410 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1216; შემდეგ იმერეთში 1088; აჭარაში 1045; აფხაზეთში (536); კახეთში (453) ქვემო ქართლში (521); შიდა ქართლში (346); გურიაში (193); სამცხე-ჯავახეთში (124) და ა.შ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :