დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

სტრასბურგის სასამართლომ სახალხო დამცველს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა 20.11.2021 00:04

სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეში მე-3 მხარედ ჩართვაზე დროებითი ზომის ფარგლებში.

 

ნინო ლომჯარიას განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ მათ მისწერა, რომ ამგვარ პროცედურას სასამართლო მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, როდესაც საქმის არსებითი განხილვა იწყება.

"დღეს მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებით ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

ნინო ლომჯარიას განმარტებით, უარი პროცედურული მოტივით არის განპირობებული.

„როგორც სასამართლომ თქვა, მათი პროცედურით, მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს სასამართლო. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. აქამდე ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ, შექმნილიყო მსგავსი პრეცედენტი, რადგან ასე ვთქვათ, ამაზე პირდაპირ უარით აკრძალვა სტრასბურგის რეგულაციებში არ იყო. თუმცა სასამართლო, როგორც ვიცით ტრადიციული, კონსერვატიულია და გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ჩვენს შეთავაზებას პროცედურის გამო ვერ მიიღებდა. რა თქმა უნდა, არსებით ეტაპზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ლომჯარიას თქმით, ისინი სტრასბურგს მიმართავენ, როდესაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რამდენიმე დღის წინ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ