ვეთანხმები ედუარდ სააკაშვილს და მეც მიმაჩნია, რომ მიშა ოპოზიციაში ბევრს საკუთარი წონის გასაზრდელად და მიზნების მისაღწევად სჭირდება და მას, როგორც ადამიანს, არ ხედავს, – წერს სოციალურ ქსელში ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.
ჩერგოლეიშვილის თქმით, სააკაშვილი თავის შვილს რომ არ ეთანხმება, გასაგებია.
„მე ვეთანხმები ედუარდ სააკაშვილის დაკვირვებას და მეც მიმაჩნია, რომ მიშა ოპოზიციაში ბევრს საკუთარი წონის გასაზრდელად და საკუთარი მიზნების მისაღწევად სჭირდება და მას, როგორც ადამიანს არ ხედავს.
ბევრს მართლა ეგონა, რომ სააკაშვილის გამოჩენაზე ბიძინა კანკალს დაიწყებდა, გაიქცეოდა და ისინიც დაიბრუნებდნენ ასე ნანატრ „პალაჟენიას“.
ამან გამოიწვია ბევრი უბედურება – მიშას უნარების მითოლოგიზაციის ჩათვლით. ამან გამოიწვია არასწორი მოლოდინების გაჩენაც.
მიშა რომ თავის შვილს არ ეთანხმება, ეგ გასაგებია – მიშა ზოგადად უარს ამბობს რეალობის დანახვაზე და ურჩევნია იმ ილუზიებში იყოს, რაც მას სიამოვნებს.
ურჩევნია ეგონოს, რომ ეს ხალხი მას ეთაყვანება“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება მისი შვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ედუარდ სააკაშვილს აქვს განცდა, თითქოს ვიღაცებს ოპოზიციაში შესაძლოა ერჩივნოთ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება.
საუბარია „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე და იქ გამოთქმულ მოსაზრებაზე.
„ძალიან მაშფოთებს და მართლა შემზარავი არის, როდესაც მესმის ოპოზიციის მხრიდანაც ამაზე საუბარი – აი, თქვენ არ იცით, რა მოხდება, რას დავატრიალებთ… ფაქტობრივად, ნებსით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ – ვა, რა მაგარი იქნება, ეს მართლა რომ მოხდეს, ახლა რა მაგარ რაღაცებს დავატრიალებთ და ამათ დედას ვუტირებთ. არაფერ კონსპირაციულს არ ვიძახი, უბრალოდ, თუნდაც, ტელევიზიებში ასე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება მართლა ურჩევნიათ – მკვდარი, ვიდრე ცოცხალი“, – თქვა ედუარდ სააკაშვილმა ინტერვიუს მიმდინარეობისას.
ავტორ(ებ)ი :