დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

რუსეთში ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს 24.11.2021 23:09

სანქტ-პეტერბურგში „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს.

 

 სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მისი დაკავება უკავშირდება გაფლანგვის საქმეს, რომელიც 2016 წელს "კონსტანს-ბანკიდან" 3 მილიარდი რუბლის დაკარგვას უკავშირდება, რომლის მთავრი მესაკუთრეც სწორედ ებრალიძე იყო. ამ ინციდენტის შემდეგ ბანკს ლიცენზია ჩამოერთვა.

შემოწმების შემდეგ, მას ლიცენზია ჩამოერთვა.

ალექსანდრე ებრალიძის სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა მიმდინარეობს, სამართალდამცავები მის თანამშრომლებს კითხავენ.

2009 წლის თებერვალში ალექსანდრე ებრალიძემ დააარსა ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი, რომლის ოფიციალურ მიმართვაში დეკლარირებულია საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გაყვანა სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზაზე. კონგრესის წევრები რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის მოწოდებით გამოდიოდნენ.

 

ებრალიძე ასევე, ცნობილია როგორც კომპანია „თალიონის“ დამფუძნებელი. 2009 წელს კი საქართველოს ხალხთა კონფერენციაზე, სოჭში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ