დღე: 32

ღამე: 19

USD 2.7174

EUR 3.1875

"წარმოგიდგენიათ, გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას?"- გიული ალასანია 25.11.2021 01:03

ერთმა ბრძენმა თქვა გუშინ, 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრაობაო, წარმოგიდგენიათ, გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? – ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსულმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

 

“მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთი კილო დაიკლო და ეს არის ძალიან თვალშისაცემი. ადამიანი არის რაღაც დათრგუნული, არ არის ის ძველებური ადამიანი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. აუცილებელი გზავნილი, იმისი კი არა, ეს ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ, ყველამ – თქვენ, ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე, სხვა გამოსავალი არ არის.

ახლა მე, მაგალითად, გაოგნებული ვარ იცით, რით? გუშინ უცებ მოვისმინე ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და აი, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? სადმე ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ასეთი რამ გაუგია ვინმეს? აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ,” – განაცხადა გიული ალასანიამ.


ავტორ(ებ)ი :