დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, იმავეს გაკეთებას ვურჩევდი სააკაშვილს" - იაგო ხვიჩია 25.11.2021 01:34

„პატრიარქის გუშინდელი განცხადება და ქადაგება აზრიანი მგონია და ვფიქრობ, როგორც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ყოველ შემთხვევაში ნომინალურად მაინც, იმავეს გაკეთებას ვურჩევდი მიხეილ სააკაშვილსაც. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მარტივი გზაა მისი ციხიდან გამოყვანის“, - აცხადებს  პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩია.


მისი თქმით, როცა საპროტესტო გამოსვლებს შედეგი არ მოაქვს, პოლიტიკურმა ფიგურამ სხვა გზას უნდა მიმართოს. 

 

„როგორიც გინდა ისეთი პატიმარი იყავი, თუ შენს მომხრეებს გარეთ ვერ გამოჰყავხარ და ფიზიკურად არ გაქვს სათანადო ძალა, რომ იქიდან გამოხვიდე და ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ამ შემთხვევაში, მგონი სხვა გზებზე უნდა იფიქრო და არა მოწოდებებზე და გამოსვლებზე, რომელსაც დიდი ხანია აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, მაგრამ ეს მიხეილ სააკაშვილს ვერ შველის“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ. 

 

მას არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება ვერ წარმოუდგენია. 

 

„მისი ციხიდან გამოსვლა და საქართველოში თავისუფლად სიარული მე არ წარმომიდგენია, არა იმიტომ, რომ ამას არ ვგულშემატკივრობ, არამედ არსებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ეს რთული ამბავია.

კიევში გაშვებაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დაემთხვევა ჩემს იდეას და მე რაციონალურად მაწყობს, რომ ასე მოხდეს, ადვილი ამბავი არ იქნება. შეწყალებაზე იცით, პრეზიდენტი როგორი კატეგორიულობით საუბრობს, პატრიარქის გუშინდელი განცხადებაც მონანიებაზე, შემთხვევითი არ იყო. აქედან გამომდინარე, მე ვიფიქრებდი ამაზე და მგონია, რომ საჯაროდ ამაზე საუბარი დაიწყება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ