დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, შეარყიოს სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯი, საქართველო დემოკრატიის განვითარების გზაზე წინსვლას განაგრძობს" 25.11.2021 13:07

რადიკალური ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, შეარყიოს ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯი, საქართველო დემოკრატიის განვითარების გზაზე წინსვლას განაგრძობს! დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე.

 

"გუშინ Carnegie Endowment აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე მიწვეული ქვეყნების შესახებ პუბლიკაცია გამოაქვეყნა. მასალაში მიწვეული ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის მიხედვით არის შეფასებული და საუბარია, რა ნიშნით მიიწვიეს ესა თუ ის ქვეყანა 9-10 დეკემბერს დაგეგმილ დემოკრატიის სამიტზე.

 

მიწვეულ სახელმწიფოების სია მოიცავს ლიბერალურ, სუსტ დემოკრატიებსა და რამდენიმე ქვეყანას ავტორიტარული დახასიათებით, ქვეყნების შეფასება „ფრიდომ ჰაუსის“ 2021 წლის ანგარიშს ეფუძნება.

 

სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის 72 „თავისუფალ“ ან სრულად დემოკრატიულ ქვეყნებად არის შეფასებული, 31 – „ნაწილობრივ თავისუფალ“, ხოლო სამი ქვეყანა – „არათავისუფალ“ სახელმწიფოდ ფასდება. „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის არის საქართველო.

 

დღეს კიდევ ერთი ანგარიში გამოქვეყნდა: საქართველო დასახელებულია მოწინავე დემოკრატიზებად ქვეყნებს შორის პროექტ „დემოკრატიის სახეობების“ (V-Dem) მიხედვით. ამავე ჯგუფში, ყველაზე დემოკრატიზებად ქვეყნებს შორის დასახელებული არიან სომხეთი, ეკვადორი და ნიგერი. სამიტზე დაპატიჟებულ სახელმწიფოებს საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა - „დემოკრატიის ვარიაციები“, რომელიც ეყრდნობა მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს, საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულში გამოარჩია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

 

კვლევის თანახმად, რომელსაც მსოფლიოში დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი, ორგანიზაცია “ დემოკრატიის ვარიაციები” აქვეყნებს, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები:

 

- გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression);

 

- თავისუფლება წამებისგან (freedom from torture);

 

„კვლევაში საუბარია ორ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე, სადაც საქართველოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები აქვს. ეს არის გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება წამებისგან.

 

კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #გელოდებითარჩევნებზე2024 "- წერს ლადო ბოჟაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ