დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"სააკაშვილს ჰკრეს პანღური, ლომჯარიას - ნიახური!" - დავით ზარდიაშვილი 25.11.2021 13:07

„ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტმა სტრასბურგში მთლიანად გაანეიტრალა ის ჰიბრიდული საფრთხე, რაც სააკაშვილის დივერსიით შეიქმნა.
ქართულმა დელეგაციამ შეძლო და დაარწმუნა საქართველოსთან პარტნიორობით დაინტერესებულ ევროპარლამენტართა უდიდესი უმრავლესობა, რომ ირაკლი კობახიძის წერილში ჩამოყალიბებულ პოზიციას ალტერნატივა არა აქვს!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრების სტრასბურგში ვიზიტს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი. 



ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დელეგაციის ვიზიტისას მიღწეული შედეგები უმნიშვნელოვანესია.


„ქართული და ევროპული იდენტობისთვის სამართლის უზენაესობა და ეროვნული სუვერენიტეტი ერთნაირად და ფუნდამენტურად, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.


ჰიბრიდული საფრთხეებისგან, რისი ნიმუშიც არის სააკაშვილის დივერსია, ამ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვა ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობისაა. 



როგორც ჩანს, ჩვენი დელეგაციის ვიზიტისას მხარეებმა სრულ ურთიერთგაგებას მიაღწიეს: არავის აქვს უფლება საქართველოს მართლმსაჯულებაში ჩაერიოს და ის წითელი ხაზები გადალახოს, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებაში მკაფიოდ იქნა გავლებული. 



რაც შეეხება ლომჯარიას პოზიციას ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით, ეს უნდა ვთქვათ: "სააკაშვილს ჰკრეს პანღური, ლომჯარიას - ნიახური!" - წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ