არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში - გავასაჩივრებთ სასამართლოში

დღეს მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ, ეს არის 112 ათასი ლარი – არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს თუ არა უკანონობის შესახებ ტესტს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე განცხადა.

 

„გვინდა განცხადება გავაკეთოთ ჩვენი მედიის, პრაქტიკულად, დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე: დღეს მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ, ეს არის 112 ათასი ლარი. დღეს აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ორი კლიპის გამოა: ერთი იყო „სირცხვილიას“ კლიპი, ეს არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილი იყო, როგორც სოციალური რეკლამა. მეორე კლიპი იყო „კლავს,“ – აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ, კომისიამ ჩათვალა წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამად.

 

ფორმალურადაც და მატერიალურადაც აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება. მიზნად ისახავს ერთადერთს, ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება და მინდა იცნობდეთ, ივანიშვილის პირად ცენზორებს, თავისუფალი სიტყვის ჯალათებს, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს. ეს არ არის პირველი შემთხვევა. არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს თუ არა უკანონობის შესახებ ტესტს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

გარდა ამისა, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა მიმართა ევროკავშირის ელჩს, ასევე აშშ-ის საელჩოს, ოპოზიციასა და სხვა მედიასაშუალებებს.

 

„მინდა პირადად მივმართო ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, ყველა ამ ვითარებაში, მათ შორის საკუთარ დოკუმენტებშიც, ეს ცენზორების უწყება ამბობს, რომ ეს არის ევროპული სტანდარტი და ხელმძღვანელობენ ევროპული სტანდარტით. ამიტომ, მივმართავთ პირადად კარლ ჰარცელს, რომ მან მოახდინოს რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მივმართავ პირადად აშშ-ს ელჩს, ჩვენი კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ აღიარებულია ევროპის კონტინენტზე ყველაზე კარგ კანონად, რადგან გაცილებით მაღალი თავისუფლების სტანდარტი გვაქვს აღებული, ვიდრე საშუალო ევროპული სტანდარტი. მივმართავ მას, პირდაპირ მან შეისწავლოს ეს საკითხი და მანაც მოახდინოს მყისიერად რეაგირება.

 

ასევე მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, – ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პოზიცია, რადგან რეალურად, თქვენი კლიპი იყო მიზეზი ამ ყველაფრის, მაგრამ ცხადია, ბრალდების რეჟიმში კი არ ვამბობ, თქვენი შეზღუდვა არის, მედიაში პრაქტიკულად ვერ გამოჩნდება თქვენი ვერაფერი, სადაც რომელიმე კონკრეტულ პირს კორუფციაზე, „კლანზე,“ ან ხელისუფლების მითვისებაზე და ა.შ. ესაუბრებით. ვერაფერი ვერ განთავსდება ვერცერთ არხზე.

 

მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს, მათაც ექნებათ იგივე პრობლემა, მაგალითად ოპოზიციური პარტიის მიტინგის დაანონსება და დროის განმარტება, რომელიც არ წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას, არამედ საინფორმაციო დატვირთვა აქვს, ესეც აკრძალული გვაქვს.

 

მივმართავთ ასევე სხვა ტელევიზიებს, ჩვენ გვაქვს თქვენი გვერდში დგომის იმედი, ვიცით, რომ ეს აქლემი თქვენს კართანაც დაიჩოქებს. არაერთხელ გამხდარხართ მსხვერპლი, მაგრამ ეს უპრეცენდენტო ხასიათს იღებს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის ყველაზე მაღალი სანქცია, რაც შეიძლება იყოს და ამაზე ზემოთ არის ერთადერთი სანქცია დარჩენილი, – მაუწყებლობის უფლების შეჩერება, რაც გამოიწვევს ამ ტელეკომპანიის გაჩერებას“, – აღნიშნა გვარამიამ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 





 

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019