დღე: 22

ღამე: 19

USD 2.7087

EUR 2.9406

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

 

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

 

აღსანიშნავია,რომ საქართველომ რეიტინგის 12 ინდიკატორიდან 9 ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო!. ამასთან, რაც არანაკლებ მნიშნელოვანია
2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა. საქართველო ლიდერია რეიტინგის ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა: მარეგულირებელი გარემო, სამეწარმეო გარემო, დამხმარე სერვისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და start-up-ებისთვის, სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, სამეწარმეო უნარები, ინოვაციები, მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია.

 

ნიშანდობლივია, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინესის გუშინ გაკეთებული განცხადებაც, რომლის შეფასებითაც „ძალიან შთამბეჭდავია რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს“.

 

მიმაჩნია,რომმიმდინარე რეფორმების წარმატებული ხასიათი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიზნესზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის სწორ სტრატეგიას- ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას,რაც არის მდგრადი ეკონომიკური ზრდის და დასაქმების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ეკონომიკაში.

ბოლო სიახლეები