დღე: 25

ღამე: 18

USD 2.7087

EUR 2.9406

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

 

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო. საუბედუროდ, ასეთი მაგალითები იმდენია, რომ სწორედ ნიჰილიზმი, ანუ "უარის მყოფელობა" (როგორც დიდი ილია უწოდებდა ამას) იქცა უკვე ჩვენი ცხოვრების ნორმად. ბოლო თვალსაჩინი მაგალითია "იმედის" იურისტის "გულწრფელი"განცხადება, რომელმაც ნათელყო - რამდენად მძიმეა მდგომარეობა: სახელმწიფოს გადასახადს იმიტომ არ ვუხდიდით, რომ ჩვენი კონკურენტი - რ-2 არ იხდიდადო!

 

გამაოგნებელია:
1. ჯერ უწინარესად, სახელმწიფოს, კონკრეტულად - ფინანსთა სამინისტროს და ქვეყნის საგადასახადო ორგანოების ნიჰილისტური, სწორედაც საგადასახდო წესრიგის იმთავითვე "უარის მყოფელური" პოზიცია, რომელმაც დაუშვა - წლების განმავლობაში ასეთი გამომწვევი საგადასახდო უტიფრობა: 27 მილიონი რ-2-ს აქვს ვალი, 19 მილიონი "იმედს" და 8 მილიონი - მაესტროს;


2. რ-2-ის, როგორც ამ საგადასახადო უტიფრობაზე "საავტორო უფლებების" მქონე ანტი-სახელმწიფოებრივი კომპანიის მტრული როლი; მან მოახერხა და დაამკვიდრა უპატიოსნო, ბინძური, უარესიც -დანაშაულებრივი კონკურენციის წესები მთლიანად მედია-ბიზნესში; ეს ეხება არა მხოლოდ გადასახადების ბოროტად არ გადახდას, არამედ მთლიანად - სამართლის ნორმების, მედია-სტანდარტებისა და ყოველგვარი ეთიკის წესების ბოროტად უარის ყოფასა და უგულებელყოფას;


3. სავალალოა, რომ კონკურენციის ასეთი ბინძური, დანაშაულებრივი წესები მისაღები აღმოჩნდა სხვა კომპანიებისთვისაც და ისინი ფაქტობრივად რ-2-ის მიერ დამკვიდრებულ თამაშის წესებს დაყაბულდნენ, რითიც მთლიანად მედია-გარემო იქნა სწორედაც ნიჰილისტურად დეფორმირებული და უკიდურესობამდე დამახინჯებული;


4. ასეთ დეფორმირებულ გარემოს არა მხოლოდ ეგუებოდა, არამედ ხელსაც უწყობდა ე.წ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც იმთავითვე "უარის მყოფლური" დამოკიდებულებით გამოირჩევა და ყოველთვის სწორედ იმის საპირისპიროს აკეთებდა და აკეთებს, რაც სახელადა ჰქვია; 


5. ლამის მთელი ე.წ. "სამოქალაქო საზოგადოება" და განსაკუთრებით, მისი ვითომ ყველაზე აქტიური ნაწილი - ეგრეთწოდებული ტროიკა, წლების განმავლობაში ასევე არა მხოლოდ ეგუებოდნენ, არამედ თავადაც, როგორც მხარე, მონაწილეობდნენ ამგვარი ბინძური კონკურენციის წესების დამკვიდრებაში.

 

მერე გვიკვირს - სისტემა არ გვივარგაო. როგორღა ივარგებს, როცა, ვინც არის პასუხისმგებელი ამ სისტემის გამართულობაზე, წესრიგსა და სამართლიანობაზე, უკლებლივ ყველა სუბიექტი, ფაქტიურად ძირშივე უარჰყოფას ამ სისტემას და უწესოდ იქცევა?!

 

აი, ეს არის ნიჰილიზმი, სხვა კი არაფერი! აი, ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ბოლო სიახლეები