დღე: 11

ღამე: 4

USD 2.7374

EUR 2.9058

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

როგორცა ჩანს, "ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პოლიტიკური ბრძოლაც; ვისთვის როგორ - ეს მეორე ფრონტიც "ანტი- ბიძინისტური" კოალიციის ნაწილი შეიძლება გახდეს; მაგრამ ეგეც არაფერი. მთავარი აი,ეს არის:

 

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

 

- ერთის მხრივ, 'ქართულ ოცნებას" და მის თავმჯდომარეს, ერი-სახელმწიფოს ინტერესები აბარია და რასაკვირველია, მტრულ ძალასთან - ნაცებთან დაპირისპირებაში სამართალიც, სიმართლეცა და ზნეობაც, ასევე ქართველი ერის უდიდესი ნაწილიც მის მხარესაა;

 

- მეორეს მხრივ, "ქართული ოცნება" საუბედუროდ, სააკაშვილის კვაზი-სისტემის მემკვიდრეცაა და ისე იქცევა, როგორც "საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ოლიგარქიის კორპორაცია" (ნაცური მიზანი, რომელიც ჯერ კიდევ 2000 წელს იქნა ზუსტად ამ სიტყვებით ფორმულირებული ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ) ; ეს "მეორე ფრონტი" - ე.ი. ბიძინა vs ხაზარაძე-ჯაფარიძე სწორედ ამგვარი, "კორპორაციული ომების" აშკარა შთაბეჭდილებას ტოვებს და ერი-სახელმწიფოს ინტერესებში ეს ვერ იქნება; თუმცა - როგორც ანტი-ბიძინისტური კოალიციის ნაწილი, უეჭველია, ხაზარაძე-ჯაფარიძეც მტრული ძალის - ნაცების ინტერესებზე ითამაშებს და მას სხვა გზაც არ დარჩება;

 

ბუნებრივია, "ოცნებისთვის" ორ ფრონტზე ბრძოლაც იმდენად არ არის საბედისწერო, რამდენადაც მისი მთავარი მტერი - ის მავნე "კორპორაციული ბუნება", რაც სააკაშვილისგან მემკვიდრეობით ერგო.

 

ამოცანა ძალიან მძიმეა - ერთის მხრივ მტრულ ძალაზე საბოლოო გამარჯვება, მეორეს მხრივ კორპორაციულობიდან ერ-სახელმწიფომდე ტრანსფორმაციის ბოლომდე მიყვანა. ხოლო ეს ტრანსფორმაცია, სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ნიჰილიზმის დაძლევას გულისხმობს;

 

გასაგებია - ძალიან ძნელია, მაგრამ ამ ბრძოლაზე გადის ჩვენი სახელმწიფოს ბედი.

 

რეალურ პრაგმატულ პოლიტიკურ ამოცანებამდე რომ დავიყვანოთ კორპორაციიდან ერ-სახელმწიფომდე ტრანსფორმაციის ეს სტრატეგიული მიზანი, მივიღებთ ასეთ დღის წესრიგს:


არც ერი-სახელმწიფოს და არც "ქართული ოცნების" ინტერესებში არ არის "მეორე ფრონტის" გახსნა; ჯობს ხაზარაძე-ჯაფარიძესთან სამართლიანი და სამართალზე დაყრდნობით, ზავი დაიდოს, თუკი, რასაკვირველია, უკვე ძალიან გვიან არ არის და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია; ხოლო ნაცებს კი, თუ მათ ანტი-ბიძინსტური კოალიცია შექმნამდე დაეშალათ, არავითარი პერსპექტივა არ ექნებათ.

 

თავისთავადაც - სამართლებრივი ნიჰილიზმის დაძლევა, ანუ კანონის უზენაესობის გაბატონება ქვეყანაში მტრული ძალის წინააღმდეგ სამართლის უკომპრომისობასთან ერთად, ამასაც ნიშნავს: ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ან რაიმე საფუძვლიან, დამაჯერებელ ბრალდებას დაეყრდნოს, ანდა, მოინახოს ისეთი, პოლიტიკურად რაც შეიძლება ნაკლებ დამაზიანებელი, ფორმა, როცა ეს დევნა შეწყდება!

ბოლო სიახლეები