დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია. არადა ეკონომიკაზე პოლიტიკური პროცესების ზეგავლენა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ჩვენნაირ ჯერ კიდევ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში. აღვნიშნავ, რომ ქვეყანა ვითარდება და კვლავ მზარდია წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, რაც ექსპორტის ზრდის და იმპორტის შემცირებით მიმდინარეობს.

 

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 3 035.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს , რაც 10.4 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 7 331.2 მლნ. აშშ დოლარს, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5.3 % _ით არის გაუმჯობესებული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, საგარეო მოწყვლადობის შემცირების თვალსაზრისით რაც აისახა კიდეც ქვეყნის გაუმჯობესებულ საკრედიტო რეიტინგებში და დღეს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 41.4 პროცენტია.

 

ნიშანდიბლია, რომ ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტით არის გაზრდილი და 1 889.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ ექსპორტის ზრდის დინამიკაში კვლავ მზარდია ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, რაც მთლიანი ექსპორტის 22.6 % შეადგენს, ხოლო გასულ წელთან შედარებით მთელი 14 % -ით არის გაზრდილი და აჩვენებს იმ დადებით ეფექტსაც, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით მიიღო ქვეყანამ.

 

ახლა რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, და მის შესაძლო ნეგატიურ ზეგავლენას ეკონომიკაზე. თუ გავიხსენებთ თუნდაც 20-21 ივნის განვითარებული პროცესების ზეგავლენა ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა, წარმოქმნის რა გაურკვევლობას და ნეგატიურ მოლოდინებს, პირველ რიგში სავალუტო კურსზე აისახება ნეგატიურად. ყველაზე დიდი რყევაც ლარმა სწორედ 25 ივნისიდან დაიწყო. თავის მხრივ ჯერ კიდევ ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულებიდან გამომდინარე, ასევე აისახება გაზრდილ ფასებზე და ინფლაციის ისედაც გაზრდილ მაჩვენებელზე.

 


რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე მაკროდონეზე შეანელებს საშუალოვადიან პერიოდში ექსპორტსაც და ეკონომიკურ ზრდასაც. სუსტი ლარი ექსპორტზე კი მოქმედებს ერთის მხრივ დადებითად, მაგრამ ამავდროულად საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების თვითღირებულებაში იმპორტდამოკიდებულებიდან გამომდინარე, გააძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას. გაზრდილი ინფლაცია ეროვნულ ბანკს აიძულებს გაამკაცროს ბოლო პერიოდში ისედაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა საპროცენტო განაკვეთების ზრდით, რასაც ექსპორტის ზრდის ტემპების შენელებასთან ერთად, ეკონომიკის ზრდაზე ექნება ნეგატიური ზეგავლენა.

 

დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სულ სხვა პრობლემები აწუხებს იქნება ეს დასაქმება თუ ხვალინდელი პერსპექტივა, ეს თუნდაც IRI ბოლო კვლევამაც დაადასტურა.

 

აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (24.7%), ასევე მედიკამენტების (23.7%), მინერალური და მტკნარი წყლების (24.6%) და ყურძნის ნატურალური ღვინოების (12.7%) ექსპორტი.

 

ბოლო წლებში წმინდა ექსპორტის მზარდ დინამიკას ადასტურებს თუნდაც 2018 წლის შედეგები. გასულ წელს ექსპორტი 22.7 პროცენტით გაიზარდა და 3 355.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 15 პროცენტით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს და 9 136.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა.

 

მიმაჩნია, რომ ეს არის შედეგი საქართველოს მთავრობის მხრიდან გაწეული საქმიანო ისა, რაც ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით ხორციელდება. პირველ რიგში თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებასაც.

ბოლო სიახლეები