უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევრობიუროკრატებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ პოლიტიკური გაერთიანება ომის მომხრე ფსიქოზითაა შეპყრობილი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბოლო პოსტში, ვიქტორ ორბანმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართა და აღნიშნა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ომზე მკაფიო მანდატის გარეშე საუბრობს.
ორბანმა ევროკავშირს შეახსენა ისიც, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ევროკავშირის ხელშეკრულებების მიხედვით, წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობაში რჩება.
უნგრეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, "დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები რეალური მშვიდობისთვის".
ავტორ(ებ)ი :