პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის დედის საგამოძიებო უწყებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს 17.10.2025 20:49

პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის დედის საგამოძიებო უწყებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძის დედა პროკურატურაში გადაიყვანეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელ სახლებში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ