27.10.2025 17:51
საფრანგეთში ყოფილმა ქმარმა ქართველი ქალი მოკლა | შემთხვევა ქალაქ მულუზში 25 ოქტომბერს მოხდა. ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, ქალს რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ 33 წლის ქალი ოზურგეთიდან იყო
გამოძიების პირველადი მონაცემებით, ყოფილ ქმართან ერთად 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მას ცოტა ხნის წინ დაშორდა. კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას ახლა ადგილობრივი პოლიცია ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა
ავტორ(ებ)ი :