მაკა ბოჭორიშვილი იუნესკო-ს გენერალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას 29.10.2025 10:29

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქალაქ სამარყანდში იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა 43-ე სესიაზე, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და იუნესკო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, მოეწყობა ქართული პავილიონი. ექსპოზიცია მიეძღვნება ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას - ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციას და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.

სამარყანდის მუსიკალურ-დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლის „ბასიანი" კონცერტი. სამარყანდში დაგეგმილ ღონისძიებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან  თანამშრომლობით გამართავს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ