04.11.2025 22:35
სირიელებს აღარ აქვთ გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მისი თქმით, მოხდა გერმანიაში მყოფი სირიელების წახალისება, რათა ისინი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ და სირიის რეკონსტრუქციაში წვლილი შეიტანონ.
როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ გერმანიაში მცხოვრები მილიონზე მეტი სირიელიდან ბევრი ნებაყოფლობით დაბრუნდებოდა საკუთარ სახლში.
„ახლა უკვე აღარ არსებობს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი გერმანიაში, შესაბამისად, ჩვენ ასევე შეგვიძლია, დავიწყოთ რეპატრიაცია. უარს ვინც იტყვის დაბრუნებაზე, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დეპორტაციის წინაშე აღმოჩნდეს“, – განაცხადა მერცმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მოიწვია სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა, რომელთანაც ნასამართლევი სირიელების დეპორტაციის საკითხის განხილვას გეგმავს, რაც უკვე დიდი ხანია, გერმანიაში საკამათო თემაა.
როგორც „გარდიანი“ წერს, კანცლერმა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიაში საგრძნობლად გაიზარდა პარტია „ალეტრნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი.
ავტორ(ებ)ი :