,, რუსეთზე ზეწოლა არ არის საკმარისი და აუცილებელია მეტი სანქციის დაწესება''- ვოლოდიმირ ზელენსკი 09.11.2025 09:59

ზეწოლის უკვე არსებული ფორმატების ნებისმიერი სახის შემსუბუქება პუტინს მხოლოდ უბიძგებს, გაახანგრძლივოს ომი, მიაყენოს მეტი ზიანი ჩვენს ქვეყანას, ხალხს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლა არ არის საკმარისი და აუცილებელია მეტი სანქციის დაწესება.

„რუსეთის ქედმაღლობის მიმართ რეაგირების სისუსტე რუსეთს ომის გაგრძელების მოტივაციას აძლევს. იმდენი სანქცია, ზეწოლა, უკრაინის ისეთი მხარდაჭერაა საჭირო, რომ რუსეთს ომის პირობებში გადარჩენის საშუალება აღარ ჰქონდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ